იტალიური რომას ერთ-ერთი ლიდერის, დე როსის გუნდიდან შესაძლო წასვლის საკითხი კვლავ აქტუალურია. აპენინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ნახევარმცველის მორიგი მსურველი მილანის ინტერია. Football Italia -ს ცნობით, ნერაძური რომასთვის კონკრეტულ შეთავაზებას უკვე ამზადებს. ჯერჯერობით, ცნობილი არაა, რა თანხად შეეცდება ინტერი დე როსის ხელში ჩაგდებას. იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქელებს ახალი მესაკუთრე ჰყავთ და მათ ფინანსური პრობლემები აღარ აქვთ, სავარაუდოდ, მილანელებს მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფულის გარდა, ინტერი რომას ტიაგო მოტასა და ემილიანო ვივიანოსაც შესთავაზებს.
|