ინგლისურიDaily Mail-ის თანახმად მილანის ინტერი შეცდება 33 მილიონ ფუნტად ლივერპულელები მასკერანო და კუიტი გადმოიბიროს. მოგეხსენებათ, რაფაელ ბენიტესის დანიშვნა ინტერში გადაწყვეტილი ამბავია და ესპანელმა სპეციალისტმა რამდენიმე მერსისაიდელის იტალიაში წაყვანა გადაწყვიტა. მილანელებს ასევე ტორესის ხილვის სურვილიც აქვთ, თუმცა "ელ ნინიოს" მიმართ დიდ ინტერესს ლონდონის ჩელსი იჩენს, რომელიც თანხას არ დაიშურებს ესპანელის საკუთარ რიგებში ჩასარიცხად. ამრიგად ტორესის ინტერში გადასვლა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება. ამჟამად ბენიტესი შვებულებაში იმყოფება და იტალიაში ჩასვლას უახლოეს მომავალში გეგმავს.
|