დღეს მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჟან-პიერო გასპერინიმ დაიკავა. მილანელებმა 53 წლის მწვრთნელს 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გასპერინი მილანელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 1,2 მილიონ ევროს მიიღებს. გასპერინი 4 სეზონის განმავლობაში ჯენოას თავკაცი იყო და 2008-2009 წლების სეზონში გუნდი სერია A-ში მე-5 ადგილზე გაიყვანა. გენუური კლუბიდან ის გასული სეზონის დასაწყისში დაითხოვეს. ჯან პიერო გასპერინი ინტერის ახალი მწვრთნელი იქნება. კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი ამჟამად შვებულებაშია, მაგრამ არჩევანს მხარს სრულად უჭერს. კლუბის მთელი პერსონალი გასპერინის წარმატებას უსურვებს. ოფიციალური განცხადება მაშინ გაკეთდება, როდესაც ყველა საბუთი მომზადდება. ამავე დღეს, გასპერინი პრესის წინაშე წარსდგება. გასპერინი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში ორ თანაშემწესთან – ბრუნო კანეოსთან და ლუკა ტრუჩისთან ერთად იმუშავებს” – ნათქვამია საფეხბურთო კლუბ ინტერის ოფიციალურ განცხადებაში...
|