მილანის "ინტერი" ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელით რობინ ვან პერსით დაინტერესდა. რაფაელ ბენიტესი ჰოლანდიელი ფორვარდით ჯერ კიდევ მაშინ მოიხიბლა, როცა "ლივერპულის" თავკაცად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ვან პერსის გადაბირება "ნერაძურის" გარდა "ბაიერნს" და ტურინის "იუვენტუსსაც" სურთ.
ახალგაზრდა თავდამსხმელს, რომელსაც ლონდონში გადასვლის შემდეგ ტრავმის გარეშე ჯერ ერთი სეზონიც არ ჩაუმთავრებია, "მეთოფეებთან" კონტრაქტით კიდევ 4 წელი აკავშირებს, ასე რომ საეჭვოა, არსენ ვენგერი, რომელიც ახალი გუნდის მშენებლობას აპირებს, მის გაშვებას დათანხმდეს.
|