Corriere dello Sport–ის ინფორმაციით, მილანის "ინტერმა" უახლოეს მომავალში შესაძლოა "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების მცველი გლენ ჯონსონი გადაიბიროს, ამ ტრანსფერის უმთავრეს წინაპირობად კი "ნერაძურიდან" მაიკონის წასვლა სახელდება.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მასიმო მორატიმ და მისი გუნდის ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ამ უკანასკნელის რამდენიმე ყოფილ შეგირდს დაადგა თვალი, ხავიერ მასკერანომ კი, დიდი შანსია, სულ მალე "ინტერის" მაისური მოირგოს. რაც შეეხება ჯონსონს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არცერთ მხარეს არ გაუკეთებია, თუმცა, მაიკონის შემცველს "ინტერი" რომ მართლაც სერიოზულად ეძებს და ინგლისელიც ამ მხრივ არცთუ ცუდი ვარიანტია, ეს ფაქტია.
|