მილანის ინტერისა და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი ირწმუნება,რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშები უფრო საინტერესოა ვიდრე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი "ჯერ ფავორიტებს არ უჩვენებიათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.მხოლოდ გერმანელებმა მოახდინეს ძლიერი შთაბეჭდილება.
მომეწონა ჩრდილოეთ კორეას და ახალი ზელანდიის თამაში,მაგრამ საერთო ჯამში ვფიქრობ რომ ჩემპიონთა ლიგა უკეთესია ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. რაც შეეხება მაიკონის ლამაზ გოლს,მე კარგად ვიცნობ დუგლასს.მან ასეთი ნომერი ვარჯიშებზეც მოგვიწყო.
უამრავ შეტყობინებას ვღებულობ ტელეფონზე,მწერენ რომ კარგად ვითამაშეთ.მესმის ჰოლანდიური პრესის,რომლებსაც არ მოეწონათ ჩვენი თამაში,მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე მთავარი შედეგია.ორი წლის წინ ჩვენგან ყველა ელოდა ევროპის ჩემპიონობას,საფრანგეთთან და იტალიასთან ლამაზი გამარჯვების შემდეგ.მთელი გუნდი ეიფორიამ მოიცვა.ვიცით რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია.მე არ მახსენდება გუნდი,რომელიც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ექვსი და შვიდი თამაში ერთმანეთის მიყოლებით ფანტასტიურად ჩაატარა."