ჟოზე მაურინიო:''ბარსელონა დღესდღეისობით ბებერ კონტინენტზე არის საუკეთესო გუნდი.თამაშმა თანაბარ რითმში ჩაიარა,ორივე გუნდს ქონდა მომენტები.პირველი ტაიმი უფრო ჩვენი იყო,აი მეორე ტაიმში დავთმეთ მოედნის ცენტრი რითაც ბარსელონას შეტევების მოგერიება გვიხდებოდა.მართალია გოლები არ გასულა,მაგრამ იყო ძალიან ლამაზი სანახაობა ორი გუნდის მონაწილეობით.მე ძალიან მინდოდა ამ თამაშის მოგება,საერთოდაც ჩემი გუნდები ყოველთვის მოსაგებად გამოდიან მოედანზე პირველივე წუთებიდან,მაგრამ ამ შემთხვევაში ფრე არის აბსოლიტურად მისაღები შედეგი ორივე გუნდისთვის,არცერთი არც ბარსელონა და არც ინტეერი არ იმსახურებდა ამ თამაშის წაგებას.'' დიეგო მილიტო:''ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ,გუნდში ვართ ხუთი ახალწვეული და სიმართლე უნდა ითქვას ცოტა დრო გვჭირდება შესათამაშებლად.ჩვენ ვანახეთ კარგი თამაში პირველ ტაიმში,მომენტებიც გვქონდა და მეტ თავსატეხსაც ვუჩენდით ჩვენს მეტოქეს,მეორე ტაიმი უმეტესად ბარსელონასი იყო,ლამაზი სანახაობა იყო და ფრეც ლოგიკური შედეგია.ეტოო თუ იბრაა? ორივე დიდებული ფეხბურთელია რომლებმაც თავიანთი ეპოქა შექმნეს,ეხლა კი სხვადასხვა გუნდებში ახალ ფურცელს წერენ.'' ჟულიო სეზარი:''ბარსელონა ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას,მაგრამ მთლიანობაში იყო თანაბარი თამაში თანაბარი მომენტებით.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტიფოზებს მხურვალე მხარდაჭერისათვის და ფეხბურთელებს თავდადებისათვის.ფრე ლოგიკური შედეგია.
|