მილანის "ინტერი" რომ სატრანსფერო ბაზარზე შესამჩნევად გააქტიურდა, ეს არახალია. უკანასკნელი ინფორმაციით, "ნერაძური" ბრაზილიის ნაკრების ორი ფებხბურთელით აპირებს გაძლიერებას. საუბარია "ბარსელონას" მცველ დანი ალვეშისა და "ლიონელი" მიშელ ბასტოსის გადაბირებაზე.
ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, "ინტერის" წარმომადგენლები უკვე სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან და ფეხბურთელების აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აქვე "ინტერის" დაცვით ხაზთან დაკავშირებული სიახლეების მუდმივი თანმდევი ცნობაც, ალვეშის მილანური საგა, სავარაუდოდ, მხოლოდ "ლურჯების" რიგებიდან ასევე ბრაზილიელი მაიკონის წასვლის შემდეგ დაიწყება, ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა კი როგორც იცით, საკმაოდ დიდია.
|