კალჩოს ხელმძღვანელობამ ტურინის "იუვენტუსი" 50 ათასი ევროთი ხოლო მილანის "ინტერი" 35 ათასი ევროთ დააჯარიმა.
მიზეზი? გასულ შაბათს ამ გუნდების მატჩის დროს ბიანკონერის ტიფოზები მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, ხოლო ლაინსმენს კისერში დაჭმუჭნული ქაღალდის გუნდა გაარტყეს.
ნერიაძური კი იმისთვის დაისაჯა, რომ მათ ერთი ტურინელი გულშემატკივარი სცემე და სტადიონზე "იუვესა" და მისი მთავარი მწვრთნელის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.
|