"ნერაძური” სამირ ჰანდანოვიჩის შესაძლო წასვლისთვის მზადებას იწყებს. სლოვენიელი კარის დარაჯი ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონაში” გადაბარგებას უფრო და უფრო უახლოვდება. Sky Sport Italia იტყობინება, რომ "ინტერმა” ამ სიტუაციის გამო შესაძლოა არენდიდან 21-წლის გოლკიპერი ფრანჩესკო ბარდი დაიბრუნოს. ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც "ნოვარას” ღირსებას იცავს, სამწვრთნელო შტაბის აზრით, ყველანაირი შანსი გააჩნია იმისა, რომ გუნდის პირველი ნომერი გახდეს.
|