ევროპაში კიდევ ერთი ფინალი გაიმართა. იტალიაში სუპერთასის მოსაპოვებლად ერთმანეთს მილანის "ინტერი" და "რომა" დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში ანგარიში რიისემ 21-ე წუთზე გახსნა და რომაელები დააწინაურა, ბენიტესის გუნდმა თამაშის სადავეები მაინც ჩაიგდო ხელში და მეტოქეს სამი ბურთი გაუტანა. ჯერ ანგარიში ვუჩინიჩისა და მცველების ერთობლივი შეცდომის წყალობით პანდევმა გაათანაბრა 42-ე წუთზე. ამის შემდეგ ეტო'ოს ჯერი დადგა, აფრიკელმა 70-ე და 80-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა, ხოლო მისმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება და იტალიის სუპერ თასი მოიპოვა.