ორშაბათი, 30.12.2024, 19:51
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » "ინტერის" სიმბოლო
22:47
"ინტერის" სიმბოლო


უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, "ინტერში” სიტუაცია არაერთხელ შეიცვალა. იყო სერიოზული კრიზისი, რომლის დროსაც გაუთავებლად იცვლებოდნენ მწვრთნელები და ფეხბურთელები, მაგრამ მასიმო მორატის მიერ დახარჯული მილიონების მიუხედავად, გუნდი მაინც ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას; იყო აღმასვლა, რომლის დროსაც "ნერაძურიმ” მესამედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამ ხნის განმავლობაში, "ინტერის” ფორმა ორასზე მეტმა ფეხბურთელმა მოირგო, მათ შორის იყვნენ მსოფლიოს დონის ვარსკვლავებიც, მაგრამ ვინმეს რომ ჰკითხოთ, ვინ არის ბოლოდროინდელი "ინტერის” სიმბოლო,  ყველა დაუფიქრებლად გიპასუხებთ - ხავიერ ძანეტი. 37 წლის არგენტინელმა, მილანური გრანდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მუნდიალი და უეფას თასი მოიგო, 5-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და 4-4-ჯერ თასსა და სუპერთასს დაეუფლა. ძანეტის "ინტერის” ფორმით მოედანზე 45033 წუთი აქვს გატარებული, რაც 750 საათს, ანუ 31 დღეს შეადგენს. შაბათს, იგი კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა - "ბოლონიას” წინააღმდეგ ძანეტიმ "ნერაძურის” შემადგენლობაში 519-ე საჩემპიონატო მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის კიდევ ერთი ლეგენდის, ჯუზეპე ბერგომის რეკორდი გაიმეორა. ყველაფერი კი, 1995 წლის 27 აგვისტოს, "ინტერი”-”ვიჩენცას” დაპირისპირებით დაიწყო.
- ამბობენ, ფეხბურთელს პირველი მატჩი არასდროს ავიწყდებაო. მართალა ასეა?
- რა თქმა უნდა, "სან სიროზე” "ვიჩენცას” წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა მუდამ მემახსოვრება. ტრიბუნებზე 60 ათასი გულშემატკივარი იყო შეკრებილი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა მე მაკვირდებოდა.
- თქვენთვის ყველაზე დაუვიწყარი მატჩი.
- თარიღი ზუსტად არ მახსოვს. 2007 წელი იყო, როცა სიენაში ჩატარებული მატჩით "სკუდეტო” უშუალოდ მოედანზე ბრძოლით მოვიპოვე (ერთი წლით ადრე "ინტერს” "იუვენტუსისთვის” ჩამორთმეული ჩემპიონობა მიაკუთვნეს - ავტ.).
- რომელ შეხვედრას დაივიწყებდით?
- რა თქმა უნდა, 2002 წლის 5 მაისს, "ლაციოს” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩს, როცა ბოლო ტურში 2:4 დავმარცხდით და თითქმის მოპოვებული ჩემპიონობა "იუვენტუსს” დავუთმეთ.
- კაპიტნის სამკლავურის მორგება ყველაზე მეტად როდის გაგიჭირდათ?
- 2006 წელს, ფლორენციაში. ჯაჩინტო ფაკეტი 20 დღის გარდაცვლილი იყო და მე მოვითხოვე სამკლავურზე დაეწერათ: "შენ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანი. ძალიან დაგვაკლდები. მშვიდობით, ჯაჩინტო”.
- ყველაზე მეტად ფეხებში რომელ მატჩში მოგხვდათ?
- ეს რამდენიმე წლის წინ, "იუვენტუსთან” შეხვედრისას იყო. მაშინ ტურინელებს ძალიან ხისტი გუნდი ჰყავდათ. თუმცა, მეტოქისთვის პასუხის გაცემას არც მე მოვრიდებივარ.
- დაასახელეთ თქვენი და საერთოდ "ინტერის” ყველაზე ლამაზი გოლები.
- ჩემი გოლებიდან 1996 წელს, "ვერონასთან” გასვლით შეხვედრაში გატანილს მივიჩნევ, როცა დრიბლინგით რამდენიმე მოწინააღმდეგეს გავცდი და მასპინძელთა კიპერს ახლო "ცხრიანში” გავუტანე. "ინტერის” გოლებიდან კი, იური ჯორკაეფის "მაკრატელას” გამოვარჩევ - "რომას” მან რაღაც არაამქვეყნიური გოლი გაუტანა.
- ყველაზე მეტად როდის გინდოდათ სიცილი და ტირილი?
- როცა ტარიბო ვესტმა "ინტერის” მაშინდელ თავკაცს, მირჩა ლუჩესკუს მაისური ესროლა, სიცილი ძლივს შევიკავე. ტირილი კი, ყველაზე მეტად "ლაციოსთან” თამაშისას მინდოდა, როცა რონალდომ ტრავმა მიიღო. დადუმებული "ოლიმპიკო” რომ მახსენდება, დღესაც შიშის გრძნობა მეუფლება.
- სტადიონი, რომელიც თქვენ გიპყრობთ.
- "სან პაოლო”, თუმცა, დაპყრობა ცოტა გადამეტებული ნათქვამია. "ნაპოლის” წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრები მუდამ განსაკუთრებულია.
- რომელიმე ფეხბურთელზე გიფიქრიათ: "ჯანდაბა, დღეს მე მის წინააღმდეგ მომიწევს თამაში”.
- კი, ასეთი ნედვედი იყო. ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ფლანგზე ერთმანეთის პირისპირ ბრძოლა. მის წინააღმდეგ თამაშისას, ოდნავი მოდუნება არ შეიძლებოდა. იგი მუდამ კონცენტრირებული და მიზანმიმართული იყო.
- კარიერის განმავლობაში უამრავ ფეხბურთელთან ერთად გითამაშიათ. მათგან ყველაზე დამაჯერებლად თავს ვისთან გრძნობდით?
- რონალდო და ბაჯო აშკარად გამორჩეულები იყვნენ. მათ მხარდამხარ თამაში უდიდეს ძალას მმატებდა.
- პარტნიორებიდან ყველაზე გიჟი რომელი იყო?
- ამ ნომინაციაში ტარიბო ვესტი დიდი უპირატესობით ლიდერობს. მასთან დაკავშირებულ ორ შემთხვევას გავიხსენებ. ერთხელ მარჩელო ლიპი მას უყვირის: "ტარიბო, თავდამსხმელებს აქტიურად ეთამაშე!” მწვრთნელმა ვესტს იგივე მეორედაც გაუმეორა, მესამედაც და როცა აფრიკელმა მცველმა კვლავ არ შეასრულა მისი დავალება, ლიპიმ ვარჯიში შეწყვიტა და ტარიბოს ეკითხება: "რატომ არ ასრულებ ჩემს დავალებას?” ვესტი კი პასუხობს: "იმიტომ, რომ უფალმა მითხრა, თავდამსხმელების წინააღმდეგ აქტიურად არ ითამაშოო”. იყო ასეთი შემთხვევაც: ერთხელ მან მე და ივან სამორანო სახლში, რელიგიურ ცერემონიალზე დაგვპატიჟა, გვითხრა, რომ ჯერ ვილოცებთ და შემდეგ ვივახშმებთო. ვესტთან სტუმრად საღამოს შვიდ საათზე მივედით. გახდა 8 საათი - ვლოცულობთ, 9 საათი - ვლოცულობთ, 10 საათი - ვლოცულობთ... საბოლოოდ ვახშმობა შუაღამისას მოგვიწია.
- თქვენთვის ყველაზე არასასიამოვნო პარტნიორი.
- ჩირიაკო სფორცა, თუმცა, მთლად არასასიამოვნოც არ ყოფილა. უბრალოდ, იგი არასდროს იცინოდა. მე ის გაღიმებულიც კი არ მინახავს.
- რომელ თანაგუნდელს ვერ შეეწყვეთ?
- ბალოტას. ნებისმიერ საკითხზე ჩვენ მუდამ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია გვქონდა.
- მწვრთნელებიდან?
- ჩემსა და ტარდელის შორის, მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო. სხვა არც ერთ მწვრთნელთან არ მქონია ასეთი ოფიციალური ურთიერთობა.
- არბიტრებიდან?
- ბრასკი - ის ერთადერთია, ვინც მე მოედნიდან გამაძევა. "პარმასთან” სათასო მატჩისას მან წითელი ბარათი ბერგომისა და კოლონეზეს უჩვენა. მეც მივედი და ვუთხარი: "ყოჩაღ, ოღონდ, უკვე საკმარისია”. ამის თქმა იყო და, ბერგომისა და კოლონეზეს მეც მიმაყოლა.
- თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტად ვინ გეხმარებოდათ?
- როცა გუნდში ახალი მისული ვიყავი, ჯუზეპე ბერგომი და დანარჩენი პარტნიორებიც ყოველმხრივ გვერდში მედგნენ, მეხმარებოდნენ "ნერაძურის” სამყაროს შესწავლასა და აქ ადგილის დამკვიდრებაში.
- "ინტერის” დაკარგულ ტალანტად ვინ მიგაჩნიათ?
- ალვარო რეკობა. მან თვითონაც არ იცოდა, რა ნიჭის პატრონი იყო. ცოტა მწვრთნელების ბრალი იყო, უმეტესწილად კი, თვითონ რეკობასი, რომ იგი უმაღლესი დონი ვარსკვლავი ვერ გახდა.
- ყველაზე კარგი ხუმრობა.
- როცა აარონ ვინტერმა პოლ ინსს ძველი ბუცები დაუწვა. ინგლისელი ცოფებს ყრიდა, რამაც მთელი "ინტერი” ძალიან გაახალისა.
- "ბოლონიას” წინააღმდეგ, "ინტერის” ფორმით 519-ე საჩემპიონატო შეხვედრა ჩაატარეთ და კლუბის რეკორდსმენს, ჯუზეპე ბერგომის დაეწიეთ. როდის აპირებთ კარიერის დასრულებას? ეს იქნება მატჩი ნომერი?..
- არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცი, რომ კარიერის ბოლო მატჩის ჩატარება "სან სიროზე” მსურს. წარმომიდგენია მომენტი, როცა ჩემს თვალწინ ცხოვრების ოცმა წელმა უნდა გაირბინოს. რა თქმა უნდა, სჯობს, ეს მომენტი "სან სიროზე” დადგეს.

წყარო:worldsport.ge
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 710 | დაამატა: chesto | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 12
1 chesto  
0
ცოტა ვორლდ სპორტიდან ბევრი ჩემით :)

9 Giuseppe-Meaca  
0
კარგია ავტორ : )

2 Giuseppe-Meaca  
0
ყველაზე მეტად ფეხებში რომელ მატჩში მოგხვდათ?
- ეს რამდენიმე წლის წინ, "იუვენტუსთან” შეხვედრისას იყო. მაშინ ტურინელებს ძალიან ხისტი გუნდი ჰყავდათ. თუმცა, მეტოქისთვის პასუხის გაცემას არც მე მოვრიდებივარ.




miyvarxar il capitano 3 <3333333333

3 nerazuri  
0
არაფერი ნაკლი რომ არ აქვს ისეთია რა,საღოლ კაპიტანო შენ ნამდვილი გმირი ხარ და გმირულად წახვალ ფეხბურთიდან. flag3

4 tegiinter  
0
tu ar vcdebi sul 2jer aqvs witeli barati migebuli:) 17 wlis mandzilze..aseti shedegi uishviatesia:) 2 weli kide darchi raa:):)

5 intereli  
0
ძანეტის "ინტერის” ფორმით მოედანზე 45033 წუთი აქვს გატარებული, რაც 750 საათს, ანუ 31 დღეს შეადგენს.
...........................................................
ეს ვერ გავიგე ბრატ...


"ბოლონიას” წინააღმდეგ, "ინტერის” ფორმით 519-ე საჩემპიონატო შეხვედრა ჩაატარეთ და კლუბის რეკორდსმენს, ჯუზეპე ბერგომის დაეწიეთ.
..............................................
როდინდელი ინტერვიუა ბრატ ეს? ძანეტის ახლა 598 მატჩი აქვს ჩატარებული და.... გამიკვირდა ნაცნობი კითხვები და პასუხები რომ იყო.... :D

8 Giuseppe-Meaca  
0
ძველი სტატიაა, მარა არუშავს საინტერესოა : )

6 tegiinter  
0
ashkarad dzveli interviua:)
seria A-598
evro turnirebi-160
tasi da supertasebi-76
asetia misi axlandeli statistika rac jamshi 834 matchs udris:)

7 interista5099  
0
avtor sagoool umagresi capitani gvyavs

10 interista  
0
pupiiiiiiiiiiii el kapitanooo shen genacvale miyvarxaaar zaneti gundis suli da guli xar atianebi heart heart zanetti zanetti

11 guarini  
0
dzaneti meyvarebi sicocxlis bolomde

sg avtor kargia

12 Giuseppe-Meaca  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter