მილანის ''ინტერს'' თავდამსხმელის შეძენა სურს. კლუბი განიხილავს ბენდტნერის ვარიანტს. 23 წლის დანიელით უკვე ბევრი კლუბი ინტერესდება და დიდი შანსია, რომ მან ლონდონი დატოვოს. ''ინტერი'' დანიელის სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს იხდის. ეს ის თანხაა, რომელიც ''არსენალმა'' მოითხოვა მის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელით ''ინტერის'' გარდა დაინტერესებულები არიან ''მილანი'', ''იუვენტუსი'', ''ბაიერნი'' და ''ბეშიქთაში". გასულ სეზონში ნიკოლას ბენდტნერმა პრემიერ ლიგაში ''არსენალის'' მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მან მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.
|