პირველ ადგილზეა დიეგო მილიტო მისი კუში გახდება საუკეთესო ბობარდირი 6,0. შემდეგ მოდიან ლუკა ტონი და ანტონიო დინატალე–8, სამუელ ეტო, ალბერტო ჯილარდინო–10, ალეშანდრო პატო,ფრანჩესკო ტოტი–12, ადრიანო–15, ამაური,მარკო ბორელი, ჯანპაოლო პაცინი–20 ...
ფიფას აგენტმა და მადრიდის რეალის კონსულტანტმა ერნესტო ბრონცეტიმ განაცხადა, რომ მაიკონის მადრიდული საგა საბოლოოდ მიუახლოვდა დასასრულს. ბრაზილიელი ინტერში რჩება.
"მოლაპარაკებები კლუბებს შორის საბოლოოდ დასრულდა. მე ყოველდღე ვესაუბრებოდი ფლორენტინო პერესს და იგი აცხადებდა, რომ ის თანხა, რომელსაც მილანელები ითხოვდნენ მიუღებელი იყო მადრიდული მხარისთვის. ხორხე ვალდანო მართლაც შეხვდა მაიკონის აგენტს, თუმცა ფეხბურთელის ფასი ყოველთვის პრობლემა იყო."
როგორც ცნობილია, "ნერიაძური" თავის დაცვის ბურჯში 28 მილიონ ევროს ითხოვდა. ფლორენტინო პერესის უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, 29-წლის ფეხბურთელში ამდენის გადახდა არარეალური აღმოჩნდა.
მაიკონის აგენტი ანტონიო კალიენდო აგრეთვე აცხადებს, რომ მადრიდელებისგან დაინტერესება საბოლოო წარსულს ჩაბარდა, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს, იუწყება Sky Sport Italia.
ინტერის" არგენტინელი მცველის, ნიკოლა ბურდისოს აგენტის, ფერნანდო იდალგოს განცხადებით, მისი კლიენტის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის ალბათობა ნულის ტოლია. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ ბურდისო "რომას" ან "იუვეს" მაისურს მოირგებდა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აგენტმა სწორედ ტურინული და არა რომაული ვარიანტი უარყო.
"არსებობს სატრანსფერო ჭორები, რომელთა გამართლების ალბათობა უბრალოდ არ არსებობს. დამერწმუნეთ, ამჯერად სწორედ ასეთ მათგანთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ "იუვენტუსიდან" ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს, თავად ჩემი კლიენტი "ბებერი ქალბატონის" მიმართ არცთუ დადებითადაა განწყობილი, ამიტომ მისი "დელე ალპიზე" გადასვლა გამორიცხულია", - განაცხადა იდალგომ.
მილანის ინტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა გაახანგრძლივა ხელშეკრულებები ვეტერანებთან, ხავიერ ძანეტისა და დიეგო მილიტოსთან. კონკრეტულად კი 31 წლის თავდამსხმელთან მილანელებმა კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელეს, ხოლო ძანეტისთან, რომელიც დღეს 37 წლის ხდება, 2013 წლამდე. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მცველი მილანურ კლუბში 1995 წლიდან ირიცხება, ხოლო მისი თანამემამულე მილიტო კი გუნდში 2009 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს.