დნეპრი ინტერის მცველს იყიდის?
ინტერი მუტუთი დაინტერესდა
ინტერი და ნაპოლი ნადირობენ ინლერზე
სახო: მე მინდა დავრჩე პსჟ
როგორც Corriere dello Sport იტყობინება მილანის ინტერის მცველი ნელსონ რივასი მალე დნეპრის ფეხბურთელი გახდება. თუკი გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ ეს ტრანსფერი 99%-ით უკვე შემდგარია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნისწინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნელსონის შეძენა მეტალისტსაც სურდა.
შეგახსენებთ, რომ ინტერს 27 წლის კოლუმბიელ მცველში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუმცა, მასში გაცემულ ავანსებს რივასი ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ ამართლებს.
მილანის "ინტერს” "ფიორენტინას” თავდამსხმელის, ადრიან მუტუს გადაბირება აქვს გადაწყვეტილი და სულ მალე "ვიოლას” რუმინელი ფორვარდის გაყიდვის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს, ამის შესახებ "ტუტო მერკატო ვები” იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ მუტუს ცხრათვიან დისკვალიფიკაციას იანვრის დასაწყისში გაუვიდა ვადა (აკრძალული პრეპარატების მოხმარების გამო), თუმცა მას შემდეგ შრომითი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტები დაარღვია და ოფიციალურად იქნა მოკვეთილი გუნდის ვარჯიშებიდან.
ინტერი ინტერესს იჩენს ალექსის სანჩესთან ერთად გეხან ინლერის მიმართაც.ნერაძურის სურს ინლერის ყიდვით გააძლიეროს ნახევარდაცვა.მაგრამ ინლერით ასევე არის დაინტერსებული ნაპოლი. ჩვენ არ ვაპირებთ გაყიდვას ინლერი მინიმუმ ივნისამდე.
პსჟ”-ს მცველი მამადუ სახო მოხვდა მილანის ”ინტერის” სატრანსფერო გეგმებში.თვითონ მამადუმ იცის ამის შესახებ და აი რა განაცხადა მან ამის შესახებ:
მე ვიცი რომ ჩემით დაინტერესებულია ისეთი დიდი კლუბი როგორიცაა ”ინტერი”. მაგრამ მე მინდა დავრჩე "პსჟ” -ში.მე მინდა ისევ გავაგრძელო გამარჯვებები ამ ჩემპიონატში და არ მსურს გადავიდე რომელიმე სხვა კლუბში.თუ ჩემით ინტერესდებიან, ეს ნიშნავს რომ მე ვთამაშობ კარგად , მაგრამ მე მსურს რომ დავრჩე "პსჟ” -ში.
|