ორშაბათი, 23.12.2024, 05:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივნისი » 28 » ინტერული ამბები
15:48
ინტერული ამბები



მაიკონი რეალის სიტყვას ელის


გასპერინი ბედნიერია


საკის გასპერინის არ სჯერა


სონგი ეტოოსთვის ხელის არჩამორთმევისთვის დასაჯეს






საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მილანის ინტერის ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი მცველი დუგლას მაიკონი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს გამოიცვლის. 
 ცნობები 29 წლის ფეხბურთელის მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია ვრცელდება. Goal-ის ინფორმაციით, ახლახანს ამ ამბავმა ახალი ძალით იფეთქა და მიუხედავად მასიმო მორატისა და მარკო ბრანკის ამასწინანდელი განცხადებებისა, ბრაზილიელი უახლოეს პერიოდში მადრიდში გამგზავრებას აპირებს.
 ახლა გადამწყვეტი სიტყვა რეალს ეკუთვნის. მოურინიუს გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება ჯერჯერობით არ დაწყებულა, მაგრამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. ჩვენ მათ წინადადებას ველით, - განაცხადა მაიკონის აგენტმა ანტონიო კალენდომ.





მილანის ინტერის ახალგამომცხვარი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ახალი თანამდებობით აღფრთოვანებულია და სიხარულის დამალვას არც ცდილობს. 
 Football Italia-სთან საუბარში, 53 წლის იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ მისთვის ინტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
 ინტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. დადებითი ემოციებით ვარ სავსე. ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც გუნდთან ერთად მუშაობას დავიწყებ. ცოტა ხნით მოცდა მომიწევს, რადგან მოთამაშეები შვებულებაში არიან. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მომავალ სეზონში უმაღლეს შედეგებს მივაღწიოთ, - ამბობს გასპერინი.





ცნობილი იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელად ჯან პიერო გასპერინის დანიშვნას ეჭვის თვალით უყურებს და ფიქრობს, რომ ეს უკანასკნელი გუნდს წარმატებას ვერ მოუტანს.
 ინტერის მთავარ მწვრთნელად გასპერინის დანიშვნაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და ეჭვი მეპარება, მან ამ თანამდებობაზე თავის გამოჩენა მოახერხოს. მისი ჯენოა უბურთო ფეხბურთს თამაშობდა. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ჯან პიერო ამ ტაქტიკის ინტერზე მორგებას, - განუცხადა საკიმ La Gazzetta Dello Sport-ს.





კამერუნის ეროვნული ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს, ალექს სონგს გუნდის კაპიტანთან, სამუელ ეტოოსთან მორიგი კონფლიქტის გამო, 2 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს.
მაისის ბოლოს, სანაკრებო შეკრებაზე გამოცხადებულმა სონგმა ეტოოსთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ 23 წლის ფეხბურთელი 2 ათასი დოლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, სონგს სანაკრებო შეკრების 3 დღის ახალაგაზრდა ფეხბურთელებთან ვარჯიშში გატარებამაც მოუწია.
 სონგსა და ეტოოს შორის კონფლიქტი ერთი წლის წინათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიწყო, რის გამოც არსენალის ფეხბურთელი გუნდიდან მოკვეთეს. ბოლო დროს, კამერუნის ნაკრების მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, სონგმა ეროვნული გუნდიდან მიწვევა კვლავ მიიღო და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ეტოოსთან მორიგი ინციდენტი.





ნანახია: 723 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
0
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

Sagol InteriniO mogvenatra Interuli Ambebi :)))

2 uta  
1
inter ak xar

3 inter  
0
xO dzma ak var :)))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter