"მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები შესაძლოა უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ინტერის” მცველის გადაბირებას ეცადონ.
25 წლის ფეხბურთელისთვის, მიმდინარე სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ მას ბევრი დაზიანება ჰქონდა და "ნერაძურიმ” იტალიის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა. Talk Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ მოიესი ანდრე რანოკიას მომდევნო სეზონში "წითელ ეშმაკთა” შემადგენლობაში ხედავს, სადაც მას უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრებში, მონაწილეობის მიღება შესაძლებლობა ექნება. წყაროზე დაყრდნობით, ამ ფეხბურთელის გადაბირებით აგრეთვე ტურინის "იუვენტუსის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ რანოკია "ინტერის” რიგებს 2011 წელს, "ჯენოადან” 16 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა.
16 მილიონია გადახდილი და მოგებაში ვერცეთ ვარიანტში ვე ვართ, წინა სეზონი ხომ ჩააგდო და ჩააგდო და წელსაც ათრიეს, გონში არააა ფეხით თამაშით,სუფთა ხეა და თავით ყომარობს მარტო. არა და რომ გადმოვიდა ნესტაო ესაო ისაო და დღეს ნაკრებში სკამზეც არ სვამენ. გაყიდეთ მაგრამ 20 მილიონს ამაში არავინ არ მოგვცემს 16 კი გვაქვს გადახდილი და მოგება რა არის ?
ara to amis gashveba yvelaze didi shecdoma iqneba jer erti ro cassano midis da es erti sacodavi italieli shegvrcheba da mere meorec sahaero brdzolashi martla dedismtyvnelia da amis gashvebit uaresi mousha chvens dacvas da kidev mazzaris taqtikas ranokiac schirdeba 3 mcvelit campagnaro ranokia da juani iqnebian es ara gasahvebii