დიეგო მილიტ: მატჩის გმირი. 8 "პრინცი" შეუდარებელი იყო მოედანზე, მას მუდმივად ეუხეშებოდნენ მაგრამ მსაჯმა ერთი ყვითელის მეტი ვერ გაიმატება მოძალადეების შესაჩერებლად, ვერც "იუვეს" ფეხბურთელებმა შეაჩერეს მილიტო და ორი გოლით დაასაჩუქრა ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი. პირველი გოლი თავისივე მოპოვებული პენალტით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე გოლი კი გუარინის ბრწყინვალე დარტყმულს და ბუფონის უკუგდებულ ბურთს დაამატა და "ინტერი" ანგარიშში წინ გაიყვანა. მატჩის გმირი სტრამამ 79 წუთზე მუდინგაით შეცვალა.
სამირ ჰანდანოვიჩი: 6.5 პირველი ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ მარკიზიოს 2 მეტრიდან დარტყმული მოიგერია, მეორეში კი პირლოს საჯარიმოს გარედან დარტყმული მოიგერია და მთელი თამაში საიმედო იყო.
ანდრეა რანოკია: 6 პირველ ტაიმში ქონდა პატარა ხარვეზები მაგრამ მეორე ტაიმში გაუვალი კედელი გახდა.
ვალტერ სამუელი: 6.5 როდესაც "ჯუვე" ზეწოლას აძლიერებდა, სამუელი იქ იყო სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა "ინტერს" კაცი.
ჟუან ჟეზუსი: 7 ბურთს ადვილად არტმევდა მეტოქე დავდამსხმელებს და ადვილად ფარავდა მათ დარტყმულებს. ჟუანის კარგი თამასი უკვე არავის უკვირს.
ხავიერ ძანეტი: 7 განეიტრალებული ასამოა და სრულყოფილი კაპიტანი.
ვალტერ გარგანო: 6.5 თამაშის დასაწყისში ცოტა დაბნეული ჩანდა მერე გამოასწორა თამაში და მოედნის ცენტრში გასაქანს არ აძლევდა პირლოს, ვიდალის და მარჯიზიოს. მეორე ტაიმის ბოლოს კი მაინც მოუვიდა ერთი იაღლიში, გადაწყვიტა ჰანდანოვიჩისთვის დაებრუნებინა ბურთი და თამაში დაემშვდებინა მაგრამ პასი სუსტი გამოუვიდა და ბენტნერს შანსიმიეცა გოლის გატანის მაგრამ ვერ გამოიყენა. მთლიანობაში კი გარგანოს თამაშმა დედებითი შეფასება მიიღო.
ესტებან კამბიასო: 6.5 მოდენის ცენტრში სრულიად აკონტროლებდა სიტუაცია, ხშირად ვერ ახერხებდა შეტევებს მაგრამ ეგ საპატიებელიც არის, მას ხომ ვიდალი, პირლო, მარკიზიოს განეიტრალება ევალებოდა?!.
იუტო ნაგატომო: 7.5 მთელი თამაში აქტიური იყო მარცხენა ფლანგზე იაპონელი "სამურაი" ერთ მომენტში ბუფონსაც დაურტყა მაგრამ დამაჯერებელი იყო ჯიჯი, თამაშის ბოლოს კი გუარინისგან მოედნის ცენტრის კიდესთან მიღებული პასი, კარგად დაამუშავა, საჯარიმოში შევიდა და იქ ბრძოლაში იდეალური პასი გაუკეთა პალასიოს, შედეგად კი ანგარიში 1-3 გახდა "ინტერის" სასარგებლოდ.
ანტონიო კასანო: 6 ანგარიში 1-0 იყო "იუვეს" სასარგებლოდ როცა კუთხურიდან გათამაშებული ბურთი კარგად მიიღო და ბუფონს შორეულ კუთხეშიმოჭრილი დაურტყა, ჯიჯი ამღები არ იყო მაგრამ ბურთი მილიმეტრებით ასცდა კარს. მეორე ნახევარში კი მილიტოს მოპოვებულ პენალტში, მონაწილება უშუალოდ მიიღო, საჯარიმოს შესასრულებლად მისული კასანო, მოულოდნელად კარში დარტყმის მაგივრად "კედელში" მდგომ კამბიასოს აწვდის, კამბიასო კი მილიტოს აწვდის მაგრამმილიტოს მარკიზიო არ აძლევს დარტყმის საშვალებას(მაისურზე ქაჩავს და აქცევს) და შედეგად პენალტი ინიშნება.
როდრიგო პალასიო: 7 ჩევეულად აქტიური იყო და მუდმი დაძაბულობაში ყავდა "ჯუვეს" მცველები.. რამოდენიმეჯერ დაურტყა ბოფნს მაგრამ ხან მიზანს სცდებოდა ხან ბუფონის ადვილი ნადავლი ხდებოა, ქონდა შანსი ანგარში უფრო ადრე გაეხადა 1-3 , მარჯვენა ფლანგიდან შევარდნილ, პალასიო ბუფონსაც ატყებს მაგრამმახვილი კუთხიდან დარტყმული კარის ბადეს გარედან ხვდება. მეორე შანსი კი გამოიყენა და ნაგატომოს პენალტის ნიშნულთან დაგორებული ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა და 1-3 ინტერის სასარგებლოდ, საბოოლოდ დაასამარა ტურინელების ოცნება თამაშის გადარჩენასთან და დაუმარცხებლის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
ფრედი გუარინი: 7.5 ფრედი, სეზონის საწყის ტურებში აშკარად არ იყო ფორმაში მაგრამ ბოლო ორი ტურია ნელნელა ფორმას იბრინებს და ეს მი თამაშზეც აისახება. შეცვლაზე შესულმა კოლუმბიელმა ჯერ მილიტოს მეორე გოლში მიიღომონაწილეობა, რომელმაც ჯიჯის დაბალ მარჯვენა კუთხეში დაუბრახუნა მაგრამ ჯიჯიმ მოიგერია, მოიგერია ცუდად რომელსაც მილიტო არავის პატიობს. ფრედის შემოსვლის მერე პალასიო და მილიტო უფრო სახიფათონი იყვნენ, "ჯუვეს" ნახევარმცველები კი უკანმოუხედავ შეტევას ვერ ბედავდნენ რაც "ინტერს" ერთიორად უადვილებდა ანგარიშის შენარჩუნებას.
გაბი მუდინგაი: შეფასების გარეშე, მან 79 წუთზე დიეგო მილიტო შეცვალა, ერთი ორჯერ "ჯუვეს" შეტევა ჩაშალა.
ანდრეა სტრამაჩიონი: 8 ტაქტიკური უპირატესობით დაჩაგრა მისი ვიზავი ალესიო.. შეცვლებიც ზედმიწევნით გამოცნო. ტურის მწვრთნელი.
|