კვირა, 22.12.2024, 22:48
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 3 » იუვენტუსი - ინტერი მატჩისწინა ანალიზი
05:56
იუვენტუსი - ინტერი მატჩისწინა ანალიზი



ამ კვირაში იტალიის ჩემპიონატი იწყება 2 იტალიური გრანდის დაპირისპირებით, მილანის ინტერი მიემგზავრება ტურინში, სადაც მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება Derby d'Italia -ში. 

ბიანკონერი შეიძლება ნაკლებ ოპტიმისტურად ხვდებოდეს ამ თამაშს, თუმცა ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან და ქულებითაც იმდენად წინ არიან, რომ ერთი მოგებით კონკურენტი გუნდი ვერ დაეწევა, თუმცა რომ არა არბიტრის არაობიექტური გადაწყვეტილებები სერია ა-ში კატანიას წინააღმდეგ იუვენტუსის მოგება სათუო იქნებოდა. კერძოდ, კატანიას გატანილი გოლი უსამართლოდ იქნა გაუქმებული, მაშინ როცა, იუვენტუსის თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაითვალა. მიუხედავად იმისა რაც ვთქვით, იუვენტუსი არის საკმაოდ მოქნილი გუნდი რომელსაც საშუალება აქვს მოედნის ცენტრში ათამაშოს პოგბა და ასამოა, ხოლო თავდასხმაში ბენტნერი. აღნიშნული 3 ფეხბურთელი არა მხოლოდ სხვა ფეხბურთელების დასვენების საშუალებას აძლევს იუვენტუსს, არამედ ტაქტიკური მონახაზების ცვლილების საშუალებასაც იძლევა. საინტერესოა, რა შემოადგენლობას გამოიყვანს იუვენტუსი შუა კვირაში გასამართ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე დანიურ FC Nordsjaelland-თან. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ააქვთ პრობლემები დანიურ გუნდთან ტურინში, მაინც იგრძნობა მსუბუქი პსიქოლოგიური ზეწოლა იუვენტუსზე, ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში მათ მიერ დაკავებულ მესამე ადგილზე. ინტერის წინააღმდეგ საკვანძო ფეხბურთელებად მოიაზრება ნახევარდაცვაში ანდრეა პირლო, დაცვაში ანდრეა ბარძალი და კარებში ბუფონი. ამ 3 ფეხბურთელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია გუნდის დაცვის ორგანიზებაში, ბარძალის მოუწევს სერია ა თავსდასხმის საუკეთესო წყვილის (მილიტო-კასანო) წინააღმდეგ გამკლავება.

ნერაძური კარგ ფორმაშია და 6 თამაში აქვს სერია ა-ში ზედიზედ მოგებული. ამ თამაშებში მათ მოახერხეს და გაიტანეს 13 გოლი და გაუშვეს 6.  3 ჯერ კი კარი მშრალად შეინახეს. ანდრეა სტრამაჩიონის მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია იუვესთან, მან უნდ შეძლოს და ოპტიმალურად დააბალანსოს გუნდი ახალ მოსული ფეხბურთელებითა და გუნდში უკვე არსებული ძირითადი ბირთვით. გუნდი უფრო და უფრო სრულყოფს თავის სავიზიტო ბარათად ქცეულ ტაქტიკით თამაშს. ზემოთხსენებული ფორვარდების (მილიტო დ კასანო) და როდრიგო პალასიოს უკან, სტრამაჩიონი ათამაშებს საყრდენი ნახევარმცველების ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაქტიკაც ცოტა საეჭვო დაცვა ჰყავს, ისინი ახერხებდნენ ფონს გასვლას მეკარის სამირ ჰანდანოვიჩისა (შესაძლო ყველაზე ნაკლებდაფასებულ მეკარე იტალიაში)  და საჯრდენი ნახევარმცველების (ვალტერ გარგანო, ესტებან კამბიასო, გაბი მუდინგაისა და ფრედი გუარინის) ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირაში ინტერს პარტიზანთან ელოდება მატჩი, სტრამაჩიონი ნომერ 1 პრიორიტეტად იუვენთუსთან მატჩს განიხილავს.

წინ საკმაოდ საინტერესო თამაში გველის. 

დაბაოლოს, გავკადნიერდები და არ დავეთანხმები უცხოელი მიმომხილველის აზრს, რომელიც ვარაუდობს, რომ მატჩის ბედს გადაწყვიტავს ან გვიანი პენალტი ან ფეხბურთელის გაძევება . ყველამ იმედი დავიტოვოთ, რომ ინტერი თამაშს მოიგებს შემტევ სტილში.
ნანახია: 629 | დაამატა: Bacho | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 gaga1997  
1
nerazzuri

2 inter  
0
flag3 flag3 flag3 flag3

Dzan mnishnelovani tamashia da ar unda cavagot - (Interi gasvlaze uket tamashobs vidre saxshi da imedia movigebt :)

3 interelia  
1
გოლი გავუშვით ბოლონიასგან, ბოლო გასვლაზე და ასე რომ გოლ მიუღებლები არ ვართ მაგრამ დიდი იმედი მაქვს დღეს კარს მშრალად შევინახავთ და ერთს მაინც გავიტანთ...

4 nerazuri  
0
didi imedebi maqvs aba vnaxot ra iqneba flag3

5 wesleysneijder  
0
forza inter mogebebi unda gavagrdzelot da beberi qalbatonic davachoqot flag3 flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter