შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა სერია-ა-ს მორიგი შეხვედრა სადაც ”ინტერი” გასვლით მატჩზე ”ჯენოას” დაუპირისპირდა, თამაში საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა თუ არ ჩავთვლით 2 სახიფათო მომენტს ”ინტერის” კართან, რომელიც ”ინტერის” გოლკიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა მოიგერია და კიდევ 2 გენიალური სეივი ჩაიწერა. თამაში თანაბარი იყო და შედეგიც ლოგიკური 0-0.
დღევანდელ მატჩი სრულად ჩაატარა ”ინტერ პრიმავერას” მცველმა სიმონე პასამ, რომელიც მხოლოდ 19 წლის გახლავთ, მიუხედავად ასაკისა და გამოუცდელობისა პასა ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა დღევანდელ მატჩში. ბოლო რამოდენიმე წუთი ”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა თამაშის საშუალება კიდევ 2 ახალგაზრდა ფეხბურთელს მარკო ბენასს და ლუკა სპენდლჰოფერი მისცა, ბენასის და პასასგან განსხვავებით, სპენდლჰოფერმა დღეს მთავარ გუნდში პირველად ითამაშა.
არ მიკვირს ასეტი შედეგი უკვე ხალისი დაკარგეს და ისე მოტივირებულები ვერ თამაშობენ ალბატ ბოლო მატჩს მოიგებენ რავი იმედიაა, მაგრამ აზრი აღარ აქვს უკვე მომავალ სეზონზე უნდა გადაერთნონ