მთავარი » 2013»მარტი»6 » ჯინო პერუცი:"ძანეტი არის ჩემი კერპი, ჩემი ოცნებაა "ინტერში" თამაში
01:31
ჯინო პერუცი:"ძანეტი არის ჩემი კერპი, ჩემი ოცნებაა "ინტერში" თამაში
ჯინო პერუცი დაბადებული 1992 წელს, რომელიც ამჟამად თამაშობს არგენტინაში " ველეს სარფიელდში". სახლში, ის ითვლება ხავიერ ძანეტის მემკვიდრედ მას ურჩევენ, რომ ინტერში გადავიდეს და კარიერა სერია ა-ში განაგრძოს. "ის მაგონებს ჩემს თავს, როდესაც მე დავიწყე კარიერა" -განაცხადა ძანეტიმ. თუმცა მის გარდა მილანური კლუბი განიხილავს სხვადასხვა კანდიდატურას მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად და ძანეტის მემკვიდრის მოსაძებნად, მაგალითისთვის ინტერის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია სებასტიან იუნგით, ვსიმე ვსრალჯკო. ორივე ახალგაზრდა ტალანტია. FC Inter-თან მიცემულ ინტერვიუში პერუციმ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ველესისათვის, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახლა მე მხოლოდ მინდა რომ "ველესში" ვითამაშო, ყველაზე მეტად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება დავაგროვო. მომავალში აუცილებლად ვითამაშებ ევროპაში.
რას ფიქრობთ სერია ა-ზე და "ინტერზე"? "ინტერი" არის კლუბი რომელიც მე ძალიან მომწონს, მსურს ერთ დღეს იქ ვითამაშო. მე მჯერა რომ ის არის საუკეთესო გუნდი მთელს მსოფლიოში.
გსურთ ერთხელაც ხავიერ ძანეტისთან ერთად ითამაშოთ?
პუპი-ის არის ჩემი კერპი. ჩემი ოცნებაა მასტან ერთად თამაში, თუმცა ვფიქრობ რომ ამის რეალიზება ცოტათი წარმოუდგენელია