"იუვენტუსთან" ისტორიული გამარჯვების მოპოვებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ,"ინტერის" ოფიციალური საიტის კორესპოდენტი ამ გუნდის ყოფილ ფეხბურთელს იური ჯორკაეფს ნიუ-იურკში დაუკავშირდა და პატარა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
- ეს უდიდესი მოვლენა იყო. ნერიაძურის მოგება მუდამ მახარებს, მაგრამ შაბათს განსაკუთრებით აღტკინებული გახლდით, რადგან "იუვენტუსი" ბეჭებზე თავისსავე მოედანზე გავაკარით.
- "ინტერის" ყველა თამაშს უყურებთ?
- რა თქმა უნდა, "ინტერისტა" ვიყავი და მუდამ დავრჩები.
- მოგწონთ ანდრეა სტრამაჩიონი?
-ძლივს ისეთი მწვრთნელი დაინიშნა,რომელიც გუნდის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს,რაც ძალიან კარგია. შესაძლოა სტრამაჩიონი პოპუკარული და გამოცდილი არ ირ იყოს, მაგრამ "ინტერისთვის" უკვე ბევრი გააკეთა და მჯერა,მომავალში ,მისი გუნდი უფრო შთამბეჭდავი იქნება.
- ვესლი ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი,მაგრამ "ინტერი" ურიგოდ მის გარეშეც არ გამოიყურება. ჩემი ყოფილი გუნდი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ერთგვარი სინთეზია,რომლის მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავაც უბერებელი ხავიერ ძანეტი რჩება.
- "მილანი" დაძლევს ამ საშინელ კრიზისს?
- თუ ვერ დაძლევს, ეს "ინტერისთვის" უფრო კარგი იქნება (იცინის). როსონერის შეფებმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. აბა რა ეგონათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველა და ყველაფერი რომ გაყიდეს?