Tuttosport-ის ინფორმაციით ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ლუჩესკუს დაურეკა. გაზეთის დღევანდელ გვერდში ვრცელდება ინფრომაცია რომ პრეზიდენტი ანდრეა სტრამაჩონის შემცვლელად ინტერის ყოფილ მწვრთნელს დააბრუნებს მომავალ სეზონში. გაზეთში აღნიშნულია რომ თუ სტრამაჩონიმ კვლავ განაგრძო წარუმატებელი სერია, იმ შემთხვევაში კი მორატი ლუჩესკუს ჩააბარებს გუნდს. "ინტერისა" და მაცარის ურთიერთობა უფრო საინტერესოა და რეალური იმავე გაზეთის ინფორმაციით "ინტერი" აქტიურად განიხილავს ნაპოლის თავკაცის ვალტერ მაცარის მოყვანას გუნდში. Gazzetta dello Sport-ი კი სულ სხვა კანდიდატურას მოიაზრებს. იტალიური გაზეთის ინფორმაციით მორატი ძალზედ გაბრაზებულია ჯერ ტოტენჰემთან მარცხის ახლა კი "ბოლონიასთან" წაგების შემდეგ, მით უფრო საკუთარ მოედანზე. მიუხედავათ იმისა რომ მორატიმ რამოდენიმე დღის წინ სტრამაჩონის სრული ნდობა გამოუცხადა, მისი გუნდიდან გაშვება არ იქნება გაკვირვების საგანი არავისთვის. ბარეზი და ფიგუ მზად არიან სეზონის ბოლომდე ინტერი გაწვრთნან. ვნახოთ საბოლოოდ რას გადაწყვიტავს მასიმო მორატი.
|