დღეს ინგლისურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაბიო ინგლისელებს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ახალ ხელშეკრულებაში ამოღებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეეძლებოდათ კონტრაქტის შეწყვეტა. გულშემატკივარს მოეხსენება, რომ უკანასკნელ პერიოდში იტალიური და ინგლისური მედია საშუალებები იტალიელ სპეციალისტს ინტერის თავკაცის პოსტზე აქტიურად განიხილავდნენ. სავარაუდოდ ამითაა განპირობებული, რომ ახალი კონტრაქტით კაპელო საკუთარი სურვილით ვერ შეწყვეტს ინგლისელებთან მუშაობას.
|