"იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მილანის "ინტერთან”
გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ნერაძურის” ნებისმიერი გუნდის
დამარცხება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ტურინელების გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. კვალიარელასა და მატრის გოლებს მხოლოდ პალასიომ უპასუხა.
"ჩემპიონობისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. წინ კიდევ რვა მატჩი
გველის, შეცდომა არ უნდა დავუშვათ, რადგან ჩვენი მდევრები ამას არ
გვაპატიებენ. მოხარული ვარ, რომ "ინტერთან” გავიმარჯვეთ. "ნერაძური” ძლიერი
გუნდია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
აუ მაგარი ჩამეწვა რა გული:( ძალიან მცირე შანია რო გავიდეთ მე3 ზე ...დარჩენილი თამაშებიდან ყველა რო მოვიგოით 74 ქულას ვაგროვებთ.. მილანს უკვე 57 აქ და ნაპოლის 59... და 8 ტურია დარჩენილი...არამგონია ამათმა გაუშვან ეს შანსი ხელიდან..