მთავარი » 2013»მარტი»2 » კოუტინიო: "კარგად მესმის, რომ უდიდესი კლუბის ღირსებას ვიცავ.”
15:23
კოუტინიო: "კარგად მესმის, რომ უდიდესი კლუბის ღირსებას ვიცავ.”
მელვუდზე დადის სავარჯიშოდ და ბრაზილიელი უკვე ბრწყინვალე ვერცხლის ქარაგმებითაც საუბრობს თავის ლეგენდარულ კლუბზე. 2005 წლის მაისის მაგიურ ღამეს "ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო და კოუტინიოსაც ყველაზე მეტად ეს ხუთი თასი სჭრის თვალს "ლივერპულის” 120 წლიან ნაალაფარში, თუმცა როცა სტივენ ჯერარდი იმ ღამეს თავის გუნდს დიადი გამარჯვებისაკენ წარუძღა, მაშინ კოუტინიო თინეიჯერიც კი არ იყო. და აი დღეს ამ ოცი წლის ბიჭს ურთულესი დავალება ხვდა წილად, დაეხმაროს ამ გიგანტს გამოღვიძებაში. ზოგის აზრით კოუტინიოს ერჩივნა კიდევ ცოტა ხანს დარჩენილიყო იტალიაში და უკეთ დაეხვეწა თამაში, თუმცა "ოქროს ბიჭს” როგორც მას ყოფილმა თანაგუნდელმა ჟულიო სეზარმა უწოდა, ეს არ ადარდებს. "ყოველ დღე როცა მელვუდზე მოდიხარ ხედავ ევროპის უდიდეს თასს და ეს სწორედ იმ მოტივაციას გაძლევს რომელიც ასე გჭირდება.”-თქვა 9 მილიონ ფუნტად შეძენილმა ბრაზიელიემა. "”ლივერპულს” უდიდესი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბევრის იდეალია. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერს ახლა ვსწავლობ და როცა არჩევანის წინაშე დგები, მოაწერო თუ არა ხელი კონტრაქტს "ლივერპულთან” ეს გადამწყვეტი ფაქტორებია, რომლებიც ასეთ სერიოზულ ნაბიჯს გადაგადგმევინებენ. ყველაფრის მიუხედავად "ლივერპული” მაინც უდიდესი გუნდია მსოფლიოში და იმედია აქ დიდი ხნით დავრჩები.” კოუტინიომ "ლივერპულში” გადმოსვლიდან მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და უკვე ბევრი ფანის გული მოიგო მისი კარგი თამაშითა და მონდომებით. რა თქმა უნდა ეს კიდევ დამატებით სტიმულს აძლევს იმისათვის, რომ კიდევ უფრო დახვეწოს თამაში. ფელიპე ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი და ტექნიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა როცა როჯერსს ის გუნდში მოჰყავდა ჩრდილო-ირლანდეილმა მშვენივრად იცოდა, რომ შეიძლება მას პრემიერ ლიგის რიტმში თამაში გაუჭირდეს და ამხელა ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლოს. ამაზე კოუტინიო თვითონვე სუაბრობს. "ფიზიკურ მომზადებაზე ნაკლებად ვდარდობ. თუ წამაქცევენ წამოვდგები და თამაშს განვაგრძობ. სამაგიეროს გადავუხდი ვინც წამაქცია? არა, ჯერ გოლები მაქვს გასატანი. "რა თქმა უნდა ფიზიკურმა მხარემ შეიძლება რაღაც პრობლემები შემიქმნას, თუმცა სანამ აქ მოვიდოდი ლუკასი თამაშის აქაურ სტილზე მესაუბრა. მუდამ ვიცოდი, რომ აქ თამაში გაცილებით რთული იყო, თუმცა მენეჯერის, შტაბის და ფეხბურთელების დახმარებით იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გავივლი შეგუებით პერიოდს.” ფელიპეს ნამდვილად ვერ ვეტყვით, რომ ის ინგლისში დასახლებას არ ცდილობს. კოუტინიო ლივერპულში იმ სახლში გადავიდა, სადაც ერთ დროს "ლივერპულის” პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფაბიო აურელიო ცხოვრობდა მის ცოლთან, ეინთან ერთად. კოუტინიოსთან ერთად ახალ სახლში მისი ორი ძმა ლეანდრო და კრისტიანოც გადავიდნენ, რათა შეგუების პერიოდი შეუმსუბუქონ. "ლივერპულს” ფელიპეს გარდა კიდევ ჰყავს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები, მათ შორის აღსანიშნავია ლუის სუარესი და ლუკასი. ესეც დამატებითი ფაქტორი ფელიპეს ადვილი ადაპტაციისათვის, თუმცა კოუტინიოს ადაპტაციაზე მაინც უფრო მოედანზე ნაჩვენები თამაში იმოქმედებს. "რაღაც დრო მჭირდება იმისათვის, რომ აქაურობას შევეგუო, თუმცა საჭიროა ისიც რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო.”-დაამატა ბრაზილიელმა, რომელსაც მსოლფიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად თამაშის ამბიცია აქვს. "დიდ ფეხბურთელებთან ერთად მიწევს თამაში და მათგან სწავლა უნდა გავაგრძელო, აი ესაა მთავარი. "ჩემი მთავარი გამოწვევა კარგად თამაში და საუკეთესოს გაკეთებაა ჩემი გუნდისთვის. კარგად მესმის, რომ უდიდესი კლუბის ღირსებას ვიცავ.”