”ინტერის” ახალგაზრდა 19 წლის ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა ისაუბრა ”ინტერის” შესახებ და ისიც აღნისნა რომ ის ძალიან ბედნიერია ”ნერაძურიში”:
მე ძალიან ბედნიერი ვარ ინტერში, ეს არის დიდი კლუბი რომელში თამაშიც ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და მინდა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ. წელს ვითამაშეთ ცუდად მაგრამ მომავალ სეზონში ყველაფერი შეიცვლება, ამ სეზონში ძალიან არ გაგვიმართლა ტრავმების მხრივადაც. ინტერი შეიძენს ახალ ფეხბურთელებსაც და გუნდი უფრო გაძლიერდება. პირადად მე არ ვგრძნობ არანაირ ზეწოლას, აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია ვითამაშო ისეთი ფეხბურთელების გვერდით როგორიც ზანეტი და სტანკოვიჩია ორივე მათგანი ინტერის დიდი ისტორიის ნაწილია. ვიცი რომ ვთამაშობ კარგად, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მე შემიძლია კიდევ უკეთესად თამაში.
სტრამაჩიონი? მან უკვე მითხრა რა უნდა გავაკეთო მომავალში, დიდი იმედი მაქვს რომ სტრამაჩიონი ჩვენთან დარჩება და მასთან ერთად კიდევ დიდხანს ვიმუშავებ, მე მომწონს ცენტრალური ნახევარმცველის პოზზიციაზე თამაში. ვარ ახალი ბობანი? არა ის მილანელი იყო, მე კი ინტერისტა ვარ(იცინის)
მოდრიჩი? ის დიდი ფეხბურთელია, გამიხარდება თუ გადმოვა ინტერში, მაგრამ მგონია რომ ის დარჩება მადრიდში. ვრსალკო? ის ჩემი დიდი მეგობარია, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მის მომავალს ინტერი გადაწყვეტს.