”ინტერის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა გუშინ პირველი შეხვედრა ჩაატარა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში, კოვაჩიჩმა იმდენად დამაჯერებლად და კარგად ითამაშა, რომ მწვრთნელმა 90 წუთი დატოვა მოედანზე. თამაშის შედეგ კოვაჩიჩმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
მე ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემი პირველი თამაშია ეროვნულ ნაკრებში.
ვითამაშე მთელი გულით და მონდომებით, ატმოსფერო იყო საოცარი და ფანტასტიკური. ჩვენი გულშემატკივარი იყო საოცარი მე ვგრძნობდი მათგან დიდ სითბოს და გამხნევებას. ვნერვიულობდი? რა თქმა უნდა, მაგრამ მალე გამიარა და თავისუფლად ვითამაშე. არ დამავიწყდება მწვრთნელის სიტყვები. სანამ სტადიონზე გავიდოდი ის მოვდა ჩემთან და მითხრა: ”ჩემო ბიჭო შენ იცი რა უნდა გააკეთო” მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს ისინი მამხნევებდნენ და ვერ ვგრძნობდი რომ მე ვიყავი 18 წლის და ეს ჩემი პირველი მატჩი იყო. ”ინტერმა” ნაკრების კარი გამიღო..
გუშინ კოვაჩიჩმა ეროვნულ ნაკრებში 4 ნომრტით ითამაშა.