ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელის აზრით,ინტერი გამარჯვებას იმსახურებდა,რადგან მათ მოახერხეს და შემოატრიალეს თამაში,რომელსაც აგებდნენ.კიელინი მოხიბლული დარჩა მოწინააღმდეგე გუნდის თამაშით.
"სიმართლე გითხრათ ველოდი რომ ისინი პერსონალურად აიყვანდნენ ანდრეა პირლოს,მაგრამ არ ვიცოდი ვინ შეასრულებდა ამ მოვალეობას,გუარინი თუ პალასიო.ინტერმა სწორედ ასე ითამაშა ფიორენტინას წინააღმდეგ,მაგრამ ჩვენთან დაპირისპირებისას სხვა ტაქტიკას მიმართეს.
მილანური კლუბი ძალიან სახიფათოა კონტრ-შეტევებზე და სანამ სივრცეებს ვუზღუდავდით თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა.გვქონდა მეორე გოლის გატანის შანსიც.მაგრამ როცა დავკარგეთ გუნდური ერთიანობა,ინტერმა ამით ისარგებლა და დაიმსახურა გამარჯვება.”-განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.