კვირა, 22.12.2024, 22:30
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » ხავიერ ძანეტი
17:24
ხავიერ ძანეტი


ხავიერ ადელმარ ძანეტი (დ. 1973 წ. 10 აგვისტო, სუდ-დოკი, ბუენოს-აირესის პროვინციაარგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. ასპარეზობს იტალიის სერია -ს კლუბ ინტერნაციონალეში. ძანეტი ინტერის რიგებში 1995 წლიდან გამოდის, ხოლო კაპიტანის სამკლავური მოირგო 1999 წლის 29 აგვისტოს. ძანეტი ცნობილია თავისი უნივერსალურობით, მას აქვს ორივე ფლანგზე თამაშის დიდი გამოცდილება, როგორც მცველის ასევე ნახევარმცველის ამპლუით. ის თავისუფლად ჯდება ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაში, განსაკუთრებით დაცვით ნახევარდაცვაში და ცენტრალურ ნახევარდაცვაში. საერთაშორისო დონეზე ის არის რეკორდსმენი, რომელსაც აქვს არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი. მან ითამაშა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 და 2002 წლებში.

ცნობილია მეტსახელით „პუპი". არგენტინაში მან მიიღო ზედმეტსახელი "Il Trattore" (ტრაქტორი), იტალიაში გადასვლისას მან მალე მოიპოვა პოპულარობა თავისი მტკიცე ხასიათით, ძალით და გამძლეობით. ძანეტიმ თავისი 4 წლიანი უგოლობის სერია 2006 წლის 5 ნოემბერს შეწყვიტა. 

არგენტინის ნაკრებში ის თამაშობდა  მარჯვენა მცველის პოზიციაზე, სადაც ძალიან ხშირად უწევდა თავდასხმაში ჩართვა.

„პუპიმ" მოიგო 5 სერია ა ინტერთან ერთად, რის შედეგადაც მიიღო ზედმეტსახელი "Il Capitano" (კაპიტანი). ძანეტიმ მოხსნა ყველანაირი რეკორდი როგორც არაიტალიელმა, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა იტალიურ კლუბთან ერთად, 757 ოფიციალური მატჩით ის იმყოფება სიის სათავეში.

ძანეტი გეგმავს კარიერის ინტერში დასრულებას და შემდგომ გუნდის ხელმძღვანელობაში მუშაობას. "Il Capitano" ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, ხელმძღვანელობს თავისსავე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ „პუპის" და იცავს უოჯახოდ დარჩენილი არგენტინელი ბავშვების ინტერესებს. ძანეტი ელჩად იყო დასახელებული ფიფას მიერ არგენტინაში გამართულ პროექტში "SOS Children's Villages". ძანეტი ასევე არის სპეციალური ოლიმპიადის გლობალური ელჩი.

2010 წლის 22 მაისსჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩი "ინტერსა" და ბაიერნს შორის ძანეტისთვის მე-700 აღმოჩნდა. ამ თამაშში მიღწეული წარმატებით ამ ისტორიულ დღეს მისმა გუნდმა მოიგო ტრიპლეტი. მან გოლი გაიტანა 2010 წლის 20 ოქტომბერს ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის რანგში გამართულ მატჩში, რომელითაც მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშის მიერ გატანილი გოლი, ის გახლდათ 37 წლის და 71 დღის, ეს რეკორდი მას მერე გააუმჯობესე ორმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ და რაიან გიგზმა.

ადრეული ასაკი
ხავიერ ძანეტი დაიბადა ბუენოს-აირესში და გაიზარდა სუდ-დოკის რაიონში. ის სწავლობდა და ამავდროს მუშოაბდა მამამისთან ერთად რძის დისტრიბუციაში, ასევე თავისი ბიძაშვილის მაღაზიაში, ისე რომ არ ივიწყებდა მის მონდომებას და სულსწრაფვას ფეხბურთის თამაშის მიმართ.

"ტალერესი"
მას შემდეგ, რაც ძანეტის უარი უთხრეს არგენტინის კლუბ ინდეპენდენტში, მან ხელი Talleres de Remedios de Escalada-თან მოაწერა, იმ დროისთვის მეორე დივიზიონის გუნდთან, 1993 კი წელს გადავიდა პირველი დივიზიონის კლუბ ბენფილდში.

"ბანფილდი"
20 წლის ძანეტის დებიუტი ბენფილდის მაისურით 1993 წელს 12 სექტემბერს შედგა შედგა რივერ პლეიტის წინააღმდეგ. თავისი პირველი გოლი მან 17 დღის შემდეგ ნევილს ოლდ ბოისის წინააღმდეგ გაიტანა და მატჩი 1-1 დასრულდა. მისმა მონდომებულმა თამაშმა და სანახაობამ მალე დაიმსახურა პოპულალურობა და ინტერესი ელ ტალადროს ფანებისგან, ნაკრებშიც მალე გამოიძახეს. პირველი დივიზიონის გიგანტებმა რივერ პლეიტმა და "ბოკა ხუნიორსმა" მალევე გადაწყვიტეს ძანეტის დამატება, მაგრამ მან გადაწყვიტა რომ ერთი წელი კიდევ დარჩენილიყო კლუბში. 1995 წელს, სებასტიან რამბერტთან ერთად ის გადავიდა იტალიაში, ინტერში, რითაც გახდა იმ დროისათვის ინტერის ახალი პრეზიდენტის მასიმო მორატის პირველი შენაძენი.

"ინტერი" 
ძანეტის ინტერული დებიუტი შედგა 1995 წლის 27 აგვისტოს ვიჩენცას წინააღმდეგ მილანში, მას შემდეგ რაც ძანეტი ინტერის მაისურით ასპარეზობს, ინტერმა მოიგო 16 ტიტული, ამათგან, 15 მისი კაპიტანობის დროს. 1998 წელს უეფას თასის ფინალში მან მეორე გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან და გუნდს ამ ტიტულის აღებაში დაეხმარა. შემდეგ 2005, 2006, 2010 და 2011 იტალიის თასი, 2005, 2006, 2008 და 2010 იტალიის სუპერთასი, 2005–2006, 2006–2007, 2007–2008, 2008–2009 და 2009–2010 სკუდეტო, და 2009-10 ჩემპიონთა ლიგა.
2010 წელს ძანეტი გახდა იტალიური კლუბის კაპიტნებიდან ერთადერთი, რომელმაც მოიგო „ტრიპლეტი": სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი.
ძანეტის თვისებებმა და ხასიათმა მოაპოვებინა დიდი პატივისცემა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც, ამიტომ მიიღო მან კაპიტანის სამკლავური. ის არის გუნდის ყველაზე სტაჟიანი მოთამაშე, ინტერის გულშემატკივრებისთვის ის არის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ვისაც კი ოდესმე ჩაუცვამს შავ-ლურჯი ფორმა.
მას შემდეგ რაც გუნდში გადმოვიდა მაიკონი 2006-2007 წლის სეზონის დასაწყისში, ძანეტი მარჯვენა მცველიდან გადავიდა ნახევარდაცვაში, მან დაასრულა 4 წლიანი უგოლობის სერია ასკოლისთან გოლით 2006 წლის 5 ნოემბერს, ბოლოს გატანილი ჰქონდა 2002 წლის 6 ნოემბერს ემპოლისთან გასვლითი მატჩში.
2006 წლის 27 სექტემბერს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ძანეტიმ ითამაშა თავისი მე-500 პროფესიონალური მატჩი, ხოლო ამავე წლის 22 ნოემბერს თავისი მე-100 მატჩი უეფას ეგიდით ლისაბონის სპორტინგის წინააღმდეგ.


ხავიერ ძანეტი
ძანეტის წითელი ბარათი 12 წელზე მეტი ხნის მანძილზე არ მიუღია, პირველი წითელი ბარათი მან 1999 წლის 17 თებერვალს მიიღო, იტალიის თასის თამაშზე პარმას წინააღმდეგ. მეორედ ეს ფაქტი განმეორდა 2011 წლის 3 დეკემბერს უდინეზეს წინააღმდეგ გამართულ სერია ა–ს მატჩში, როდესაც არბიტრმა არგენტინელ ლეგენდას ორი ყვითელი ბარათის გამო დაატოვებინა მატჩი.
ძანეტის ინტერული კარიერის განმავლობაში კლუბმა გამოიცვალა 16 მწვრთნელი, რომელიც მას ხდის ერთადერთ ფეხბურთელად, რომელსაც ამდენ მწვრთნელთან უთამაშია. მისი მიმდინარე კონტრაქტი იწურება 2013 წლის ზაფხულში, რომელიც მან გაახანგრძლივა 2010 წელს, კაპიტანმა ინტერს შეჰფიცა თავისი მომავალი. ის აქ გეგმავს ცხოვრების ბოლომდე დარჩენას და გუნდის ხელმძღვანელობაში მუშაობას. „ინტერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს" თქვა ძანეტიმ.
„ეს იყო პირველი გუნდი, რომელმაც გამიღო ევროპული ფეხბურთის კარი, მე ძალიან პატარა ვიყავი როდესაც აქ მოვედი, მე ვფიქრობ ბევრ კლუბს არ ექნებოდა ამოდენა ნდობა და მოთმინება 20 წლის ბიჭუნას მიმართ, რაც ჩემდამი გამოიჩინა ინტერმა. მე ყოველთვის კლუბის მადლობელი ვიქნები. რაღაც მიზეზების გამო მე აქ ყოველთვის ვგრძნობდი თავს ისე, როგორც სახლში, აი ამიტომ, არასოდეს მიფიქრია აქედან წასვლა."

პირადი ცხოვრება
ხავიერ ძანეტი პაულა ძანეტისთან 7 წლიანი ნაცნობობის შემდეგ 1999 წლის 23 დეკემბერს არგენტინაში დაქორწინდა. ისინი ცხოვრობდნენ იტალიაში, კომოს ტბის მახლობლად, სადაც მათ ჰქონდათ საკუთარი რესტორანი სახელად "El Gaucho". პაულა ძანეტი არის უნივერსიტეტის მასწავლებლის შვილი, იგი მუშაობს ფოტოგრაფად. 2005 წლის 11 ივნისს მათ შეეძინათ ქალიშვილი — სოლ ძანეტი. პატარის დაბადების შესახებ ძანეტი საუბრობს: „მე ძალიან ბედნიერი ვარ სოლის ჩემს ცხოვრებაში შემოსვლით, ის უმშვენიერესია, ეს დიდი გამოცდილებაა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, ჩემი შვილი ყველაფერ იმ ბედნიერებას მიიღებს, რასაც ის ჩემგან იმსახურებს". ძანეტის პატარა სოლის შემდეგ ორი ვაჟიშვილი შეეძინა, უფროსი იგნასიო და უმცროსი ტომასი, რომელიც 2012 წლის 9 მაისს მოევლინა ქვეყანას.
ძანეტის უფროსი ძმა სერხიოც ყოფილი ფეხბურთელია.
2007 წელს ძანეტიმ ჩაწერა დუეტი იტალიელ მომღერალ მინასთან ერთად. მათ შესარულეს ესპანური სიმღერა "Parole parole",რომელიც შესულია ალბომში "Todavía".

ქველმოქმედება

ძანეტი არის ფიფას ელჩი არგენტინაში "SOS Children's Villages" პროექტში

ფონდი"PUPI" 
ძანეტიმ თავის მეუღლე პაულასთან ერთად დააარსა საქველმოქმედო ფონდი "Fundación PUPI". ფონდის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არგენტინაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მილიონობით ადამიანი თავშესაფრის გარეშე სიღატაკეში დატოვა. ორგანიზაციის მიზანია ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე დახმარება და მათი სოციალური ინტეგრაცია, მათ კვებაზე და ასევე შემდგომ განათლებაზე ზრუნვა.

ფონდი"Leoni di Potrero" 
საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ძანეტიმ შექმნა თავის თანაგუნდელ და თანამემამულე ესტებან კამბიასოსთან ერთად. ფონდის მიზანია იმ ბავშვებისთვის დახმარება, რომლებიც სოციალურ იზოლაციაში იმყოფებიან სიღარიბის გამო და არ აქვთ საშუალება ფული გადაუხადონ თავიანთ მწვრთნელებს.
ტიტულები

სერია A (5): 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2009–10

უეფას ჩემპიონთა ლიგა (1): 2009–10
უფას თასი (1): 1997–98
მსოფლიოს საეკლუბო ჩემპიონატი ფიფასგან (1): 2010

"Trofeo Tim": 2002, 2003, 2004, 20ტალიის თასი (4): 2004–05, 2005–06, 2009–10, 2010–11
იტალიის სუპერ თასი (4): 2005, 2006, 2008, 2010
ბიერა მორატის თასი: 2001, 2002, 2007
პირელის თასი: 2001, 2002, 2003,2007, 2008, 2009, 2010

ინდივიდუალური
ფიფა 100
Pallone d'Argento: 2002
ნომინირებული ფიფას 2009 წლის გუნდში (Right-back)






ნანახია: 953 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 9
1 gaga1997  
0
chveni legenda xar shenze laparaki rom daviwyo rom davamtavreb gatenebuli iqneba

2 interista5099  
0
udzlieresi da yvela drois sauketeso capitanooooo flag3 flag3 flag3 flag3 flag3 flag3 flag3 flag3

3 interista5099  
0
avtoooor sagoool

5 interelia  
0
flag3 flag3 flag3 flag3

4 interelia  
0
ar vakomentarebt chveni legendis brwyinvale biografias? :D forza dzanetii

6 Bacho  
0
მე დიდი სიამოვნებით დავრქმევდი ჩემს ბავშვს ხავიერს, ჩემი ცოლი რომ ცოტა ფეხბურთის აზრზე იყოს... არადა ინტერმა რომ ლიგა მოიგო, ძირითადის ფეხბურთელების სახელები დაიზეპირა და დაბადების დღეზე ჩამომითვალა :))))). მაგრამ ბავშვზე ხავიერის დარქმევა ზედმეტიაო მითხრა :)

7 tegiinter  
0
magra miyvars aseti statiebis wakitxva:):)

8 ika fc inter  
0
Sagol avtoor,magari statia dzaan.zanettize laparaki kide mgoni zedmetic iqneba ase rom ertsga vityvi.FORZA CAPITANOO

9 wesleysneijder  
0
zanetim ro kontraqti gaaxangrdzlivaa dzaan gamexarda gundis xerxemalia raa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter