ხვალ ორშაბათია, დღე როდესაც "ინტერის" ახალი მწვრთნელი უკვე ოფიციალურად პირველად შეხვდება ინტერის მმართველ გუნდს. შეხვედრაში მხარეები განიხილავენ სატრანსფერო გეგმებს, თუ რომელი ფეხბურთელებით ინტერესდებიან ინტერის წარმომადგენლები და უშუალოდ მაცარის ვისი ყიდვა სურს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ის მზადაა ყველანაირად დაეხმაროს სატრანსფერო ბაზარზე იტალიელ მწვრთნელს. Tuttosport-ის ინფორმაციით მაცარი შეხვდება ბრანკას (ინტერის ტექნიკურ დირექტორს) და აუსილიოს ( ინტერის სპორტულ დირექტორს). უგო კამპანიარო უკვე ოფიციალურად ინტერის ფეხბურთელია და წარდგენა სავარაუდოდ ივნისში მოხდება, სავარაუდოთ მაცარი სხვა მისი ყოფილი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება, აქტიურად განიხილება ზუნიგასა და ინლერის საკითხი, ასევე რამდენჯერმე გაიჟღერა მაჯოს სახელმაც. თუ "ნაპოლის" გავცდებით და ისევ იტალიურ პრესას თუ გადავხედავთ "ნერაძური" სერიოზულად ინტერესდება ისლათი, ფილიპე მელოთი, პაულინიოთი და ფერნანდოთი, ვნახოთ საბოლოოდ ვის დაიმატებს მორატი და ვის გაუშვებს.
|