პორტუგალიელი რიკარდო ქუარეჟმა,რომელიც მილანურ ინტერში ასპარეზობდა ამიერიდან თურქული ბეშიქთაშის ღირსებას დაიცავს. სატრანსფერო თანხა,რომელიც” ბეშიქთაშმა” პორტუგალიელ ფეხბურთელში უნდა გადაიხადოს 7.5 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ,რომ Andrade Quaresma Bernardo Ricardo ინტერში პორტოდან მოვიდა,სადაც გუნდის ლიდერი იყო,მიუხედავად ამისა მილანურ გრანდში თავი ვერ დაიმკვიდრა,იყო განათხოვრებული ლონდონის ჩელსიში, 2009-10 სეზონის დასაწყისში ისევ დაბრუნდა,თუმცა შემადგენლობაში ისევ იშვიათად ხვდებოდა. საბოლოოდ ხელმძღვანელობამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა და მომავალ სეზონს კუარეჟმა თურქეთში ჩაატარებს.
|