Sky Sport-თან ინტერვიუში არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა ეზექუელ ლავეციმ ისაუბრა თავის მომავალზე, შეგახსენებთ რომ ლავეცი "პე-სე-ჟეს" ღირსებას იცავს. ზაფხულში ინტერი ახლოს იყო მის დამატებასთან თუმცაღა ფულმა თავისი როლი შეიასრულა და შეიხებმა მისი ყიდვა ადვილად შეძლეს. იგივე მოხდა ლუკას მოურას შემთხვევაშიც. " ვალტერ მაცარი ეს არის შესანიშნავი პიროვნება და ასეთივე მწვრთნელი. მე დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს იტალიელ სპეციალისთან, რომელსაც ხშირად ვუგზავნი შეტყობინებებს. როდესაც მე "ნაპოლის" ღირსებას ვიცავდი სწორედ მისი დამსახურებით ჩამოვყალიბდი ნამდვილ ფეხბურთელად და დღეს რასაც წარმოვადგენ სწორედ მაცარის დამსახურებაა".
ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა "ინტერზე" და "მილანზე" " ორივე დიდებული კლუბია თუმცა მე აქ ყოფნითაც ბედნიერი ვარ". მეტის თქმა ჯერ-ჯერობით არ შემიძლია".
|