იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, "იუვენტუსის" ბრაზილიელი მცველი ლუსიო ტურინის დატოვებას აპირებს.
34 წლის ცენტრალურ მცველს რომ კლუბის გამოცვლის სურვილი აქვს, ეს ლოგიკურია. "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, მისი მონაგარი იტალიის თასზე, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თითო თამაშია. რა გასაკვირია, რომ ლუსიო სამ მატჩს არ კმაყოფილდება და სათამაშო ადგილის გამოცვლაზე ფიქრობს.
Sky Italia-ს ცნობით, ლუსიოს 2 გზა აქვს - ან სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ან კარიერა "ფენერბაჰჩეში" განაგრძოს.
|