სამშაბათი, 23.04.2024, 11:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მაისი » 29 » მადლობა სტრამაჩიონს ლამაზი მატჩებისთვის!!
14:28
მადლობა სტრამაჩიონს ლამაზი მატჩებისთვის!!



შეგახსენებთ, რომ "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გაანთავისუფლა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა სტრამაჩიონი, რომელიც გუნდს სათავეში ჯერ კიდევ 2011/12 სეზონის ბოლოს ჩაუდგა( 2012 წლის 26 მარტს) ანდრეამ  კლაუდიო რანიერი ჩაანაცვლა. ანდრეას ”ინტერის”
 მწვრთნელის პოსტზე დარჩენა 2011/12 სეზონის ბოლოს ჩატარებულმა მატჩმა 
”ინტერი”-”მილანის” დაპირისპირებამ გადაწყვიტა, სადაც ”ნერაძურიმ” ”მილანელები” 4-2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ სტრამაჩიონმა საკმაოდ ცუდი სეზონი ჩაატარა ბევრი მიზეზის გამო, მან ბევრი ემოციური მატჩიც გვაჩუქა. მატჩები რომლებსაც ახალგაზრდა მწვრთნელისგან არავინ ელოდა, გარდა ამისა ანდრეა სტრამაჩიონი ”ინტერის” ყველაზე დიდ კონკურენტთან ”მილანთან” არასოდეს დამარცხებულა. ჩატარებული 3 მატჩიდან 2 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. მოდით ერთად გავიხსენოთ საუკეთესო მომენტები ანდრეა სტრამაჩიონთან ერთად:

ინტერი VS მილანი 4-2 : ეს იყო მატჩი რომელიც, იტალიის ჩემპიონის ვინაობას წყვეტდა, თუკი ”ინტერი” ”მილანს” დაამარცხებდა მაშინ ჩემპიონობას ”იუვენტუსი” გაიფორმებდა, თუ პირიქით მოხდებოდა ”მილანს” შანსი ექნებოდა ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ ”ინტერმა” თანაალაქელები გაწირა და ”მილანი” 4-2 დაამარცხა, მატჩი რომელიც ძალიან სანახაობრივი გამოდგა:




”მილანელთა” კარში პირველი გოლი დიეგო მილიტომ გაიტანა, შემდეგ ამას საპასუხო გოლები მოყვა და იბრაგიმოვიჩმა ”ინტერის” კარში დუბლი შეასრულა,  შვედს არც მილიტო ჩამორჩა და მილანელთა კარში მანაც შეასრულა დუბლი და საერთო ჯამში ჰეთრიკი გაიფორმა, ბოლოს კი ”ნერაძურის” გამარჯვება მაიკონის შესანიშნავმა რიკოშეტმა გადაწყვიტა. ეს იყო მატჩი სადაც ”ინტერმა” საკუთარი ლეგენდა ივან კორდობა გააცილა, კორდობამ სწორედ ამ მატჩზე დაასრულა კარიერა.



მილანი VS ინტერი 0-1 : სტრამაჩიონის ზედიზედ მეორე გამარჯვება ”მილანთან”, ”ინტერმა” ანგარიშის გახსნა პირველივე წუთებიდან მოახერხა როდესაც, კამბიასოს ჩაწოდებული ჯარიმა სამუელმა ლამაზი თავური დარტყმით დააგვრიგვინა, ”ინტერი” მალე 10 კაცის ამარა დარჩა, რაგდან იუტო ნაგატომომ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, მიუხედავად ამ დანაკლისისა, გუნდმა მაინც შეინარჩუნა 1 გოლიანი უპირატესობა და მატჩი მოიგო

.



იუვენტუსი VS ინტერი 1-3 : კიდევ ერთი მატჩი სადაც სტრამაჩიონმა ყველა გააოცა 2012/13 სეზონის მატჩი იყო, სადაც ”ინტერმა” იტალიის მოქმედ ჩემპიონს ”იუვენტუსს” წაუგებელი სერია შეაწყვეტინა და საკუთარ მოედანზე 1-3 დაამარცხა

.



კატანია VS ინტერი 2-3: ეს იყო მატჩი, რომელიც საკმაოდ დაძაბული არმოჩნდა, მარცხისთვის განწირულმა ”ინტერმა” რომელიც 
”კატანიასთან” 2-0 მარცხდებოდა, თამაში შემოატრიალა და 2-3 მოიგო

.



ინტერი VS ტოტენჰემი 4-1: ეს იყო მატჩი, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა, ”ინტერი” პირველ შეხვედრაში საკმაოდ დიდი ანგარიშით 3-0 დამარცხდა, მაგრამ განმეორებით მატჩში ნამდვილი აფეთქება მოახდინა როდესაც ”ტოტენჰემს” 3-0 უპირატესობა წაართვა და ანგარიში გაუთანაბრა, მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, ”ინტერმა” საერთო ანგარიში 3-3 გახადა და დამატებითი დრო დაინიშნა, სამწუხაროდ დამატებით დროზე ”ტოტენჰემმა” ერთი გოლის გატანა შეძლო და სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა მოიპოვა, ”ინტერმა” მაინც ბოლომდე იბრძოლა და ინგლისელების კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა მატჩი 4-1 დასრულდა, ეს ის შედეგი იყო რომელიც ნერაძურის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არ ეყო, თუმცა ტურნირი თავაწეულმა დატოვა.


მიუხედავად იმისა რომ ანდრეა სტრამაჩიონმა სეზონი ცუდად 
დაასრულა, მან ბევრჯელ გაგვახარა და გვაჩუქა ბევრი ლამაზი მატჩი..  ამიტომ, მადლობა სტრამაჩიონს და წარმატებები მომავალ გუნდში...
ნანახია: 802 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
1 wesleysneijder  
0
ეჰ დამწყდა გული შენი წასვლით სტრამალა, მაგრამ ჯერ არ ხარ მზად ინტერს მსგავსი დიდი გუნდისთვის, ამიტომ სწორად მოიცა მორატი, მიიღე გამოცდილება და დაგვიბრუნდი შემდეგ... flag3 flag3 flag3 flag3 flag3 flag3

2 Anryto  
1
mec magrad mwydeba guli .. :(((

3 Giuseppe-Meaca  
0
სტრამა წადი ჯენოაში. ეს ინტერია

4 intermilaniiiiiiii  
0
madloba staramaaaaaaa genacxvalee

5 intereli  
0
მორატი შენი დედა მოვტყან... სტრამა მიყვარხარმგელი ხარ, რომ შეხვდები ინტერს, ჩაუდე მაცარის და მორატის...

6 Giuseppe-Meaca  
-1
ძლივს ეს მოვიშორეთ @@@@

7 intereli  
0
მოსაშორებელი ახლა გყავს გუნდში...აგას მალე მიხვდები... თუ ფეხბურთელები არ უყიდეს

8 Giuseppe-Meaca  
1
ხო და მაცარი მოითხოვს ფეხბურთელებს სტრამასავით სამადლობელზე კი არ არის დანიშნული. ტიპმა ჩემპიონთალიგაზე გაიყვანა გუნდი და ინტერში გადავიდა. ინტერში სადაც ...

9 nerazuri  
0
strama mgeli xar...ertia ro fexburtelebi ar uyides da meore is rom rac yavda titqmis dziritadi fexburtelebi yvela travmirebuli iyo da amas moyva es chavardnac.. flag3

10 intermilaniiiiiiii  
0
getanxmebii nerazurii dzmaa 100% xaarrr

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter