იტალიური La Gazzetta dello Sport -ის თანახმად მადრიდის რეალმა ბრაზილიელი მაიკონის ტრანსფერი შესაძლოა 48 საათში დაასრულოს. იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ გუშინ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ტელეფონით დაუკავშირდა კოლეგას მასიმო მორატის და მარჯვენა მცველის გამოსასყიდ ფასში თანხა 28 მილიონამდე ასწია. მოგეხსენებათ, ინტერის ხელმძღვანელობა ფეხბურთელში 35 მილიონს ითხოვს, პერესი კი მზად იყო 25 გადაეხადა, გუშინ კი ფლორენტინომ სამი მილიონით მეტი შესთავაზა იტალიურ მხარეს. წყაროს თანახმად დეტალებიღა რჩება შესათანხმებელი. პერესი არამარტო მაიკონის, არამედ ჟოზე მოურინიოს ტრანსფერშიც აქტიურად მონაწილეობდა, მწვრთნელის მადრიდში ჩასაყვანად რეალის პრეზიდენტი ინტერელ კოლეგასთან რამდენიმე კვირის წინ თავად ჩაფრინდა მოსალაპარაკებლად.
|