Il Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ მანჩესტერ სიტიმ განაახლა თავისი ინტერესი იტალიელ მარიო ბალოტელიზე და ამჯერად ინგლისური კლუბი ინტერს 24 მილიონ ევროს სთავაზობს ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაცვლოდ.
რობერტო მანჩინის დიდი იმედი აქვს,რომ "სუპერმარიოს" თავის გუნდში იხილავს,თუმცა როგორც სჩანს არც ინტერი არის უმოძრაოდ და იტალიური მხარეც თვის ინტერესს ავლენს არგენტინელი კარლოს ტევესის მიმართ.
როგორც სჩანს,იტალიელები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ თავის ფეხბურთელს "ცისფერებში" თუკი ისინი გარანტიას მისცემენ "შავ-ლურჯებს",რომ ტევესის ტრანსფერიც შესრულდება.
მიუხედავად ამ ცნობებისა,მარიოს აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა,რომ აქამდე ოფიციალური კონტაქტი მასთან სიტის თავკაცობისგან არ ყოფილა,თუმცა არ გამორიცხავს ინგლისელების კონტაქტს ინტერის მფლობელებთან.
|