”ინტერის” პრეზიდენტი და მფლობელი კლუბში ”ინტერის” ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დასაბრუნებლად იბრძვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ მოურინიო ”ჩელსში” ბრუნდება მაგრამ ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია და კვლავ ჭორად ითვლება. რაც შეეხება მასიმო მორატის მას უკვე ხშირად აქვს სატელეფონო კავშირი მოურინიოსთან და ცდილობს პორტუგალიელი დაარმუნოს ინტერში, გარდა ამისა მოურინიოს ინტერში დასაბრუნებლად სერიოზულად არიან დაინტერესებული ”ინტერის” სპონსორებიც, რომლებიც მზად არიან მოურინიოს ის თანხა გადაუხადონ რასაც მოითხოვს.
დღეს La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით(რომელიც გახლავთ ინტერის ერთ-ერთი პარტნიორი) რომ ოპერაცია დაიწყო და მორატი მოურინიოს დასაბრუნებლად სერიოზულად იბრძოლებს რა თქმა უნდა მას მოუწევს მსჟს-თან და ჩელს-თან დიდი კონკურენცია.
გაზეთის პირველ გვრძე ასე წერია: როგორც ჩანს ამ ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა ახალმა ძლიერმა სპონსორმა, რომელიც ნებისმიერ თანხას გადაიხდის მოურინიოს დასაბრუნებლად.
მოურინიოს დაბრუნება დამოკიდებულია ლიგის საგზურზეც რომლისთვისაც გუნდი იბრძვის, გადრა ამისა გავრცელდა ინფორმაცია რომ მორატი რამოდენიმე დღეში მოურინიოს ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს რათა დაბრუნდეს ინტერში.