”ინტერის” პრეზიდენტმა და მფლობელმა მასიმო მორატიმ ისაუბრა ”ინტერის” შესახებ და შეეხო მოურინიოს დაბრუნებასთან დაკავშირებულ თემასაც:
პირველ რიგში ვისაუბროთ ინტერი-იუვენტუსის მატჩზე...
დიახ, ეს იქნება საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩი, როგორც ყოველთვის, მე მიხარია რომ ფეხბურთელები ბრძოლისუნარიანად და თავდაჯერებულად გამოიყურებიან, ჩვენ გველის ძალიან საინტერესო მატჩი.
პირველ თამაშში ”ინტერმა” ითამაშა უკეთ და ამიტომ გაიმარჯვა?
ნამდვილად, ”ინტერმა” პირველ წრეში ”იუვენტუსზე” უკეთ ითამაშა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
რამოდენიმე თვის წინ ყველაფერი კარგად იყო და შემდეგ..
პირველ წრეში ჩვენ კარგად დავიწყეთ და საკმაოდ დამაჯერებლად ვთამაშობდით, შემდეგ ამას მოყვა კრიზისი, რომელის გადალახვასაც დღესაც ვცდილობთ, ვფიქრობ, რომ დღეს ცოტა უკეთ გამოვიყურებით ”იუვენტუსთან” მატჩში გამარჯვება ფეხზე დაგვაყენებს ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ უნდა გავიმარჯვოთ.
”იუვენტუსზე” მოახდეს გავლენას მომავალი თამაში ”ბაიერნთან” ლიგაზე?
მე ვფიქრობ რომ არა, ”იუვენტუსი” ისევე გვეთამაშება, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ის მთელი სეზონია ლიგაზე თამაშობს, მაგრამ ამას მათზე გავლენა არ მოუხდენია.
სტრამაჩიონი უკვე 1 წელია ”ინტერის” თავკაცია, როგორ შეაფასაბდით ამას?
ის, რომ უკვე ერთი წელია სტრამაჩიონი ”ინტერის” მწვრთნელია იმას ნიშნავს რომ მისით კმაყოფილი ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო ახლა ჩვენთან არ იქნებოდა, როდესაც სეზონი დაიწყო და გუნდი ახალგაზრდა მწვრთნელს ჩავაბარე ვიცოდი, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა როგორც ჩვენ გვინდა. ეს იოლი არაა. სტრამაჩიონიმ ბევრჯელ გაგვახარა და გაგვაოცა, მაგრამ ბევრჯელაც ცუდ ხასიათზე დაგვაყენა ეს ბუნებრივია, როდესაც ახალ გუნდს ახალგაზრდა გამოუცდელი თავკაცი ყავს, მაგრამ ერთით კარგია სტრამაჩიონმაც და გუნდმაც მიიღო დიდი გამოცდილება და ეს მომავლისთვის გამოგვადგება.
მოსალოდნელია მოურინიოს დაბრუნება? ის თითქმის ყოველდღე საუბრობს ინტერზე..
მოურინიოს აქვს კარგი მეხსიერება და არის ყველაზე ერთგული მწვრთნელი, მე ვიცი რას ნიშნავს მისთვის ”ინტერი”, ისიც ვიცი რომ ”ინტერის” თამაშებს ყოველთვის ადევნებს თვალს და ძალიან გვგულშემატკივრობს, მე ყოველთვის ვაფასებ მწვრთნელებს რომლებსაც ყოფილი კლუბის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს.
დაბრუნდება მოურინიო?
არა. არაა ის არ დაბრუნდება, არსებობს კონტაქტები, ტექსტური შეტყობინებები, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთის მოსაკითხად და არა მის დაბრუნებაზე და ახალ პროექტებზე სასაუბროდ.
დაბრუნდება ერთ დღეს?
დიახ.. ოღონდ მომავალში..
”იუვენტუსთან” ”ინტერი” მოელის კვლავ გამარჯვებას?
დიახ, ეს არ იქნება ცუდი..
როგორ ფიქრობთ მატჩი ”იუვენტუსთან” იმოქმედებს სტრამაჩიონიონზე?
არა... კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს სეზონი იყო ”ინტერისთვისაც” და სტრამაჩიონისთვისაც გამოცდილების მიღება, რომელიც მომავალში გამოგვადგება.
მოურინიოს შემდეგ სტრამაჩიონი ყველაზე დიდი ხანია რაც ”ინტერის” მწვრთნელია, ეს იმას ნიშნავს რომ არის ნდობა?
დიახ. რა თქმა უნდა არის, ეს საჭიროა იმისთვის რომ მომავალში უკეთ გამოვიყურბოდეთ.
18 ქულა ”ინტერსა” და ”იუვენტუსს” შორის ეს ძალიან ბევრიია?
დიახ, რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ მთავარი ისაა თუ რამდენი იქნება სხვაობა სეზონის ბოლოს.
ნანობთ, რომ ბალოტელი დაკარგეთ?
არა.. ვიცოდი რომ ის ”ინტერში” აღარ დაბრუნდებოდა. რაც მოხდა ეს მხოლოდ წარსულში რჩება. ერთადერთი რასაც განვიცდი ეს სიხარულია, მიხარია რომ ასე შეიცვალა. ძალიან აღფრთოვანებული ვარ მისი საქრციელითაც ახლა ისე იქცევა როგორც პროფესიონალი და ეს ჩემში დიდ აღტაცებას იწვევს...