შაბათი, 20.04.2024, 15:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მარტი » 4 » მატჩის შემდგომი კომენტარები
01:27
მატჩის შემდგომი კომენტარები

 დღეს "ინტერის" ფეხბურთელებმა "კატანიას" წინააღმდეგ მცირე სასწაულის მოხდენა შეძლეს. ნერაძური პირველი ტაიმის შემდეგ 2-0 მარცხდებოდა, თუმცა ანდრეა სტრამაჩონის ტაქტიკურმა გადანაცვლებებმა შედეგი გამოიღო, მეორე ტაიმის დასაწყისშივე შემოვიდნენ დეიან სტანკოვიჩი და როდრიგო პალასიო. პირველმა მათგანმა ზდრავკო კუზმანოვიჩი შეცვალა, რომელიც შტუტგარდიდან დაიმატა "ინტერმა", და რომელმაც ვერა და ცერ მოახერხა ინტერის ტიფოზებისთვის თავის მოწონება, არგენტინელმა ფორვარდმა კი იტალიელი თავდამსხმელი ტომაზო როკი ჩაანაცვლა, როკი რომელიც მთელი 45 წუთის განმავლობაში ფაქტიურად შეუმჩნეველი იყო. მეორე ტაიმი ინტერისთვის ბრწყინვალე აღმოჩნდა, ტაიმის დებიუტშივე 51 წუთზე მოახერხეს პირველი გოლის გატანა მარჯვენა ფლანგიდან პალასიოს აქტიურობის შედეგად მის ჩაწოდებულს თანამემამულე რიკი ალვარესი გამოეხმაურა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.   ცხადი იყო რომ გატანილი გოლის შემდეგ ინტერი კიდევ უფრო შეუტევდა და ასეც მოხდა ინტერის უპირატესობა ანგარიშზეც აისახა 19 წუთში პერეირას ჩამოწოდებულს უკვე თვითონ როდრიგო პალასიოს თაური მოყვა, რომელიც არგენტინელმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ინტერისთვის მთელი მეორე ტაიმი ბრწყინვალედ მიმდინარეობდა და შედეგმაც არ დააყოვნა ანდრეა სტრამაჩონის ცვლილება გამართლდა, ცვლილებაზე გამოსულმა ესტებამ კამბისოს გააქტიურების შემდეგ როდრიგო პალასიო მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, ამ მომენტშიც ანდუხარი უძლური აღმოჩნდა. 
        მინდა ამავე სტატიაში შემოგთავაზოთ მატჩის შემდგომი კომენტარები.

                                                                                 
    ანდრეა სტრამაჩონი:"მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ და            გამარჯვებაც დავიმსახურეთ"

           ჩვენ შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ, რისი მიზეზიც ნაწილობრივ საოცარი ატმოსფერო იყო კატანიაში. ჩვენმა ოპონენტმა მატჩი დაიწყო ძალიან კარგად. ჩვენი შეცდომების შედეგად ჩვენ მივიღეთ ორი უპასუხო გოლი პირველ ტაიმში. ჟუანმა მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა, ჩვენ დღეს ცენტრში გვყავდა ორი ფლანგის ფეხბურთელი, კივუს და ჟუანიც ბოლო დროს ფლანგზე თამაშობდნენ.
ეს იყო დიდებული გამარჯვება რადგან ჩვენ შევძელით სატურნირო ცხრილში დაწინაურება. საბოლოო ჯამში ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სტანკოვიჩი, ძანეტი, კამბიასო ინინი ინტერის ლეგენდები არიან, რომლებმაც ინტერის ისტორია დაწერეს. ვინ არის ინტერის მომავალი? ძალიან მომწონს პალასიო, ჰანდანოვიჩი და სხვები. რატომ დაიწყო როკიმ სასტარტოში? პალასიოს დასვენება მსურდა, ჩვენ უამრავი შეხვედრა გვიწევს დროის მცირე მონაკვეთში. 


              ხავიერ ძანეტი: "ჩვენ ვითამაშეთ ინტერის მსგავსად"
 
 ინტერ Channel -თან საუბრისას არგენტინელმა ფეხბურთელმა და მილანის "ინტერის" ლეგენდამ მოიწონა ინტერის თამაში მეორე ტაიმში. "სამწუხაროდ, ჩვენ შეხვედრა 'კატანიას" წინააღმდეგ დავიწყეთ ძალიან ცუდათ, ჩვენ მივიღეთ ორი უპასუხო გოლი საკუთარ კარში. თუმცა 'ინტერმა" მეორე ტაიმში მოასწრო სწრაფი რეაგირება, ჩვენი ხასიათისა და ძალის გამოყენებით მიზანს მივაღწიეთ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები.
 
 
                   გუარინი: "მთელი გულით ვთამაშობდით"

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ფრედი გუარინი მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ინტერ Channel -თან. "ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეორე ტაიმში გუნდა კარგი თამაში აჩვენა, შესვენებაზე განვიხილეთ დაშვებული შეცდომები და ჩვენ მივიღეთ მწვრთნელის მითითებები, რომელიც ჩვენ შევძელით და მოედანზე გადმოვიტანეთ. შრომისმოყვარეობაა საჭირო იმისათვის
 რომ გამარჯვებას მიაღწიო.
 
                  კამბიასო: "გამარჯვება ჩვენ გვაძლევს ნდობას"

"კატანიასთან" შეხვედრის შემდეგ ეტებამ კამბიასომ ისაუბრა Sky Sport Italia-სთან. მას სთხოვეს გაეკეთებინა მომდევნო მატჩზე კომენტარი. (ინტერს მომდევნო ტურში მოუწევს ბოლონიას წინააღმდეგ თამაში). ბოლონია? ჩვენ ჯერ ტოტენჰემის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და ჩვენ მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ. დიამანტი? ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ ვიფიქრო მხოლოდ ჩემ გუნდზე. არის მომენტები როდესაც გუნდს არ გამოსდის თამაში, პირველ ნახევარში ინტერი თავის თავს არ გავდა, თუმცა საბედნიეროდ ჩვენ სწრაფად მოვახერხეთ გონზე მოსვლა.  ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი რამეთუ "კატანია" მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში ჩვნეზე წინ აღმოჩნდებოდა. ამ გამარჯვებით ჩვენ მვიპოვეთ ნდობა მომდევნო მატჩებში. ფეხბურთში ძალიან დიდ როლს ასრულებს ფსიქოლოგიური ფაქტორი, გილშემატკივარმა ეს სწორად უნდა გაიგოს. კამბიასომ ასევე უპასუხა შეკითხვას თუ რა მოხდა კასანოსა და სტრამაჩონის შორის. "ჩვენდა საბედნიეროდ და თქვენდა სამწუხაროდ რეალურად ისეთი არაფერი მომხდარა რასაც პრესა წერს. თუ ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით მომდევნო მატჩებშიც მივაღწევთ წარმატებას. დღეს ჩვენ ვერც ანდრეა რანოკია ვერ დაგვეხმარა თუმცა მომდევნო შეხვდრებში ისინი ჩვენთან ერთად შეეცდებიან გამარჯებების მოპოვებას. და ბოლოს ტოტენჰემი. "ჩვენ ვიცით მათი სათამასო სტილი და გვინდა რომ შევაჩეროთ როგორც ბეილი ასევე მისი თანაგუნდელები, ჩვენი მიზანია მომდევნო ეტაპზე გასვლა.
 
              ეზიკელ სკელოტო: "კლინიკური მეორე ნახევარი"
 
 ინტერ Channel -თან საუბრისას არგენტინელმა განაცხადა რომ მას კიდევ შეუძლია თამასის გაუმჯობესება.
" ჩვენ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ ის შეცდომები რაც პირველ ტაიმში დავუშვით და რისთვისაც ორი გოლი მივიღეთ, თუმცა ინტერმა  აჩვენა შესანიშნავი თამაში მატჩის მეორე ნახევარში და ჩვენ შევძელით გამარჯვების მიღწევას. ჩვენ შევეცდებით მომდევნო მატჩებშიც წარმატებას მივაღწიოთ. ვგრძნობ რომ ვაუმჯობესებ თამაშს რაც ძალიან მახარებს. მე ყველაფერს გავაკეთებ რომ უფრო მეტი შევძლო მოედანზე."
 
  როდრიგო პალასიო: "ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი გამარჯვება"
 
როდრიგო იყო დღევანდელი მატჩის გმირი, მან შეძლო ორი გოლისა და ერთი საგოლე პასის გაკეთება, ამით მან კიდევ უფრო მოინადირა ინტერისტების გული, არგენტინელი ბრწყინვალე ფრომაშია. 
"ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, ჩვენ შევძელით მატჩის მოგება, მატჩისა რომლის მოგებას თითქმის არავინ ელოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ გუნდა აჩვენა კარგი თამაში, ჩვენ შევეცდებით მომდევნო მატჩებშიც გამარჯვებების მოპოვებას. მოახდენს თუ არა ჩემზე გავლენას სტრამაჩონისა და კასანოს დააპირისპირება? მე ვაგრძელებ ჩემს მოვალეობას. 

 
ნანახია: 690 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 gio  
0
ra
kargi statiaa, xshirad dadet xolme msgavsi statiebi.
ise ki intetma meore tamshi gamoasswora tamashi da shedegic vnaxet ; )

2 intereli  
0
პალასიო მგელი ხარ კიკინიანი...

3 inter  
0
sagol ra bijebs --- flag3

4 wesleysneijder  
0
sagool avtorr dzaan magari statiaa, rac sheexeba inters tqven genacvalen roo gavxetqet shurit milanistebii.. forza inter napoli meoredan unda amovardes da mesame meorestvis interma da milanma ibrdzolos raa ligaze sami grandi magari iqnebaa.napolistan 5 qulaga sxvaobaa kargiaa

5 nerazuri  
0
jigrebi xart lomebo ase ro gagvaxaret,dzalian rtuli matchi shemoatriales martla bravo flag3

6 Giuseppe-Meaca  
0
ფორზა ინტერ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter