შეგახსენებთ რომ გუშინ გაიმართა Gentleman san-siro-ს დაჯილდოვება რომელშიც მონაწილეობას იღებენ ინტერის და მილანის ფეხბურთელები, გუშინდელ დაჯილდოვებაზე ინტერის პატარა ნახევარმცველს მატეო კოვაჩიჩსაც ერგო პრიზი საუკეთესო დებიუტანტი, ხორვატი ძალიან გახარებული იყო და მან ასეთი კომენტრი გააკეთა:
”მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამ ჯილდოსთვის, მადლობას ვუხდი ასევე ჩემს ოჯახს და ”ინტერს”.ძალიან რთულია ჩემთვის სახლიდან ასე შორს ყოფნა, მაგრამ მილანში თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ იტალიურ ფეხბურთს მოვერგე და კარგად ვთამაშობ, მაგრამ კიდევ უნდა გავაუმჯობესო მომავალი სეზონიდან, ჩემი საყვარელი პოზიცია? ნახევარმცველი”.