ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი სანდრო მაცოლაც იზიარებს ამ ბოლო ხანებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ "ინტერის" შემტევი სამეული მილიტო-კასანო და პალასიო სერია A-ში დღეს უბადლოა. დონ სანდრომ მეტად საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ვესლი სნეიდერზე. მისი თქმით , ჰოლანდიელი ნახევარმცველი უნდა შეეგუოს ანდრეა სტრამაჩიონის სქემას და ამ ტრიოს უკან მოედნის მთელ სიგანეზე უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ ფლანგზე, თორემ მისი ადგილი ნერიაძურიში, უბრალოდ აღარ რჩება.
|