"ტუტოსპორტი" გვარწმუნებს, რომ "ინტერის" ფოლანდიელი ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის პირადი აგენტი ამ დღეებში ჩავა და შეეცდება გაახერხოს ორ მილანურ გრანდს შორის მისი კლიენტისა და "მილანელი" კევინ-პრინს ბოატენგის ბარტერი, რომლის სურვილი ორივე კლუბის ხელმძღვანელებსაც ჰქონიათ. თუმცა, სხვა წყაროები სნეიდერის "მანჩესტერში" გადასვლას არ გამორიცხავენ.
"მანჩესტერის" მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონი ამ რამდენიმე წლის წინაც ცდილობდა ვესლის ყიდვას, მაგრამ ვერ მოახერხა.
|