უკმაყოფილება მილანის გარშემო სულ უფრო იმატებს. დიდი წნევის ქვეშ მოექცნენ მწვრთნელი ლეონარდო და ბრაზილიელი რონალდინიო. ასევე ისმის დისკუსია, თუ რატომ გაუშვეს რეალში კაკა. კლუბმა წინა სეზონთან შედარებით 15 000 აბონიმენტის მქონე გულშემატკივარი დაკარგა. წლეს მხოლო 25 984 -მა ადამიანმა აიღო აბონიმენტი, მაშინ როდესაც შარშან ეს მაჩვენებელი 41 000 უდრიდა. არსანიშნავია, რომ ბერლუსკონის 25 წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომლის განმავლობაშიც 40 000-ზე დაბლა გუნდი სულ სამჯერ იყო ჩამოსული: 36 624 - 1985/86; 37 297 - 2006/07; 39 489 - 1998/99.
|