მილანის ინტერის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დისკვალიფიცირებული იქნა იტალიის საფეხბურთო ასოციაციის მიერ. კვირას კალიარი-ინტერის დაპირისპირებაში მსაჯობით უკმაყოფილო პორტუგალიელი პირდაპირ მოედანზე გამოვიდა და ღიად დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება. 15 000 ევროს გადახდასთან ერთად მოურინიოს ერთი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.