გუშინდელი თამაშის შესახებ გააკეთა კომენტარი ”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, როომელმაც აღნიშნა, რომ ის ძალიან გახარებულია ”ინტერის” ასეთი თამაშით, შეგახსენებთ რომ გუშინ ”ინტერმა” ”ტოტენჰემი” ევროპის ლიგის განმეორებით მატჩში 4-1 დაამარცხა, სამწუხაროდ ნერაძურის ეს შედეგიი არ ეყო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაგრამ მათ ტურნირი ამაყად დატოვეს.
გუშინ ბიჭებმა გააკეთეს ყველაფერი და მე ამით ძალიან გახარებული ვარ, მართალია ტურნირს გამოვეთიშეთ, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ მათი თამაშით. თამაშის შემდეგ მე მივედი და მივულოცე მათ, ეს საოცარი თამაში. რათქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა რომ ყოფილიყო იმედგაცრუებული ვიქნებოდი და კიდევ მეტს მოვთხოვდი( იცინის)
ტურნირს გამოვეთიშეთ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ამ თამაშმა კარგად იმოქმედა და ვთვლი რომ მათ საკუთარი თავი იპოვეს, ინტერმა დაკარგა გულშემატკივრის ნდობა, გუშინდელ თამაშით კი მათ ისევ დაიბრუნეს გულშემატკივრის ნდობა და მხარდაჭერა.
ახლა მინდა ვისაუბრო პატარებზე, ჩვენ ვნახეთ რა შეუძლიათ მათ, ისისნი სიამაყით და თავდაჯერებულობით თამაშობდნენ და მე ეს ძალიან მომეწონა. ვთვლი რომ ეს პროექტი რომელიც ახალგაზრდებზე გათვლილი გაამართლებს. კოვაჩიჩი? მას აქვს დიდი ნიჭი და მაღალი ხარისხი, ეს ბიჭი ”ინტერის” მომავალია.