მთავარი » 2013»მარტი»13 » რა შემადგენლობით ითამაშებს "ინტერი" შემდეგ სეზონში?
18:22
რა შემადგენლობით ითამაშებს "ინტერი" შემდეგ სეზონში?
"ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი მილანურ კლუბში რევოლუციას გეგმავს, უფრო გასაგები რომ გახდეს რა რევოლუციაზეა საუბარი მოდით მივყვეთ იმ ტრანსფერებს რომელიც იტალიურმა კლუბმა უკვე გააკეთა, თუმცაღა ის ფეხბურთელები რომლებიც ფაქტიურად ინტერის ფეხბურთელები არიან "ინტერის" შემადგენლობაში მხოლოდ მომავალი სეზონიდან იასპარეზებენ. საუბარი მაქვს უგო კამპანიაროზე, დიეგო ლახალტზე, ანდრეოლიზე, იკარდიზე და სულ რამოდენიმე საათის წინ ინტერმა შეთანხმეას მაღწია "ტიგრეს" ნახევარმცველთან რუბენ ბოტტასთან. ზე ჩამოთვლილი ტრანსფერებით "ინტერის" ტიფოზერიას იმედი გაუცნდა რომ ამ სეზონში თუ არა მომავალ სეზონში მაინც იბრძოლებს "ნერაძური" თასებისათვის. ბოტტაას აგენტი უკვე შეხვდა ინტერის წარმომადგენლებს და განიხილეს ტრანსფერის დეტალები, თავად ფეხბურთელი და მისი ოჯახი ამ ტრანსფერით ძალზედ კმაყოფილია. მიუხედავათ ამ ტრანსფერებისა ინტერი გაჩერებას არ აპირებს და სურს უშუალოდ მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს, ამისათვის "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ "აინტრახტის" ფეხბურთელით დაინტერესდა, საუბარია სებასტიან იანგზე. მაიკონის გუნდიდან აბარგების შემდეგ მარჯვენა ფლანგზე შეტევებმა იკლო, მიუხედავათ იმისა რომ ძანეტი მაიკონის ფლანგზე თამაშობს მისი ასაკიდან გამომდინარე მას არ შეუძლია 90 წუთის განმავლობაში შეტევაშიც იყოს და დაცვაშიც. მარჯვენა ფლანგზე სადღეისოთ ინტერს კიდევ ორი ფეხბურთელი ყავს ბრაზილიელი ჯონათანი რომელიც საშინლად ასპარეზობს და ვერა და ვერ მოიპოვა მწვრთნელისა და გულშემატკივრის ნდობა და ფლანგზე ასევე არის იაპონელი ლეგიონერი იუტო ნაგატომო რომელიც საკმაოდ სწრაფი და დინამიური ფეხბურთელია, თუმცაღა მისთვის უფრო მოსახერხებელი მარცხენა ფლანგზე თამაშია, მაგრამ უნდა ითქვას ისიც რომ ის უნივერსალურია და ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე უფრო პროდუქტიული მარცხენა ფლანგზეა. გავაგრძელოთ ისევ იანგზე საუბარი თუ ამ ფეხბურთელთან კონტრაქტი შედგა და ის ნერაძურიში გადაწყვეტს გადმოსვლას ეს იქნება მორატის მეექვსე ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე. თავად ფეხბურთელი წინააღმდეგი არ არის ინტერში გადმოსვლაზე და არც ინტერვიებში მალავს ნერაძურისადმი მის სიმპატიებს. მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 2,5 მილიონს შეადგენს. ის ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 22 წლისაა და უკვე ითამაშა ნაკრებში, ხოლო მის ამჟამინდელ კლუბში 2008 წლიდან ასპარეზობს. ფეხბურთელის აგენტი კი ამბობს რომ კლუბთან ხელშეკრულების დეტალები საკმაოდ კარგად და პოზიტიურად მიმდინარეობს, ვნახოთ ინტერის ხელმძღვანელობა მიაღწევს თუ არა ამ ტრანსფერში წარმატებას და ახალგაზრდა გერმანელ მცველს ვიხილავთ თუ არა "ინტერში". ინტერი ასევე დაინტერესებულია სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებითაც. გუნდი გაძლიერებას ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელებით ცდილობს და სამიზნეში ბერძნული პანათინაიკოსის 19 წლის ნახევარმცველი ჩარალამპოს მავარიასი მოხვდა. მის გარდა ინტერი შალკეს ახალგაზრდა ტალანტით ჯულიან დრაქლერით ინტერესდება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, სავარაუდოთ ინტერი მომავალი სეზნოსთვის სერიოზულ ძალას უნდა წარმოადგენდეს, ვნახოთ მანამდე მიაღწევენ თუ არა ბიჭები დასახულ მიზანს და სამეულში შევლენ თუ არა ერთგვარად ყველაფერი ამაზე არის დამოკიდებული.
au es iangi magari igrokia es bolo sezoni daglija kai daviTrioT kaco es axalgazrdebi da mere erTi ori varskvlavi da daewyebat dedis tyvna milans da iuves:D:D:D:D
ეჰ სამპასთან თუ ვერ მოიგო ინტერმა 95% სტრამას გაუშვებენ და სეზონის ბოლომდე ფიგუ იქნება მწვრთნელი... მიდი რა ინტერო გაახარეთ სტრამაც და ჩვენც და მოიგეთ რაა... მოიგეთ ისე რომ კითხვები არ ჩანდეს და ეს ახალგაზრდა ბიჭი არ გაწიროთ... ისწავლის და გამოცდილებას სტრამაც მიიღებს და გამოგვადგება ეს კაცი
5 ტრანსფერი კი გაკეთდა მარა არცერთი არ არის ხმაურიანი ტრანსფერიი და იმედია მორატი ამას არ დასჯერდება და გაგვახარებს 1-2 გამოცდილი მოთამაშის დამატებით...მარტო იკარდიში გადაიხადა ფული დანარჩენი უფასოდ მოვიდა,ლახალტიში ფული გადაიხადეეეს? ჯუნფი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და გამოადგება გუნდს ნამდვილად თან ძვირიც არ ღირს..
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]