მილანის ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა ჩვენი გუნდის წამყვანი ფეხბურთელის, ბრაზილიელი მცველის დუგლას მაიკონის გაყიდვას არ ვაპირებთო.
"მაიკონი ჩვენი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის იმ სტილის მოთამაშეებს განეკუთვნება, რომელთაც შეუძლიათ თამაშებში ბევრი რამ გადაწყვიტონ. მისი გუნდიდან გაშვება ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის!” – უთქვამს მორატის.
შეგახსენებთ, რომ მაიკონის დამატება მადრიდის "რეალს” სურს, მადრიდელები ახლახან პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა და ყოფილი შეგირდის ესპანეთში წაყვანაც ისურვა.
|