მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი ყოფილი შეგირდის,
ხავიერ მასკერანოს გადაბირების იმედს არ კარგავს და პრესაშიც ცნობები, რომ
სულ მალე არგენტინელი "ნერაძურიში” გადავა, სწორედ მისი ინტერვიუების
წყალობით ჩნდება.არადა, თურმე სულ სხვაგვარად ფიქრობს "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო
მორატი, რომელიც თვლის, რომ მასკერანოს მილანური ტრანსფერი ძალიან რთულად
განსახორციელებელი იქნება.
"იმისთვის, რათა "ლივერპულელი” გადავიბიროთ, როგორც მინიმუმ, ერთი
ფეხბურთელის გაყიდვაა საჭირო, რაც თითქმის ბოლომდე დაკომპლექტებული
შემადგენლობის პირობებში ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ამას
გარდა, პირადად მე ვთვლი, რომ "ინტერს” გაძლიერება აღარ სჭირდება,
მითუმეტეს ნახევარდაცვის ხაზში, ასე რომ ძალიან გთხოვთ კოღოსგან სპილოს ნუ
შექმნით, მასკერანოს "ინტერთან” ჯერჯერობით მხოლოდ ის აკავშირებს, რომ
მწვრთნელი, რომელიც რამდენიმე წელი მას ავარჯიშებდა, ახლა ამ გუნდს
წვრთნის”, – განაცხადა მორატიმ.