”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, ამჯერად თემის საბაბი გუნდის ახალი მწვრთნელის თემა იყო, შეგახსნებთ რომ რამდენიმე საათის წინ უკვე ოფიციალურად დასრულდა "ინტერისა" და ანდრეა სრამაჩონის თანამშრომლობა, მომდევნო სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი ვალტერ მაცარი დაიკავებს. ამ უკანასკნელმა ნეაპოლეტანური გუნდი ჩემპიოთა ლიგის ზონაში შეიყვანა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, როგორც ჩანს მას ახალი გამოწვევები სურს. იტალიელი სპეციალისტის კარიერას რომ ადავხედოთ ის 2009 წლიდან უდგას სათავეში ნაპოლის, ხოლო მანამდე უმუშავია, სამპდორიაში, რეჯინაში, ლივორნოში. მის კარიერაში კიდევ იყვნენ დაბალი დონის გუნდები, თუმცაღა მომდევნო სეზონი მაცარისთვის სხვა იქნება, სხვაში ვგულისხმობ იმას რომ "ინტერი" რაც არ უნდა ფორმაში იყოს მუდამ გრანდის სახელწოდებით მოიხსენიება რასაც ვერ ვიტყვით იგივე "ნაპოლიზე". მწვრთნელის განხილვის თემა შორს წაგვიყვანს, მოდით დავუგრუნდეთ ინტერვიუს, რომელიც მეტად საინტერესოა.
პრეზიდენტო, დამთავრდა ყოველგვარი კავშირი, "ინტერსა" და სტრამაჩონის შორის?
- თუ თქვენ ესტუმრებით გუნდის ოფიციალურ საიტს, მე დარწმუნებული ვარ რომ გაიგებთ რაც მხდა.
და მაინც რა იყო ამის მთავარი მიზეზი?
- ეს იყო მეტად დრამატული სეზონი, რომელშიც ჩვენ არცეთ კომპონენტში არ გაგვიმართლა, უნდა ვაღიოაროთ რომ მწვრთნელი გამოუცდელი იყო , ახალი სეზონიდან ჩვენ გუნდს მაცარის ვანდობთ, მაცარის რომელსაც გამოცდილება არ აკლია. თუმცაღა იმედია ამ ნათქვამით არ იფიქრებთ იმას რომ სტრამაჩონის ნიჭიერებას ვაკნინებ, პირიქით დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ დღესაც გახდება იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი.
თქვენ პირადად ესაუბრეთ ანდრეას?
-დიახ, ჩვენ ამ კვირაში ხშირი საუბარი გვქონდა.
ვერ დავმალავთ იმ ფაქტს რომ ბოლო დროს გუნდმა მიჯნით რამდენიმე თამაში დათმო და მეტიც საშინელი სერია დაამყარა..
- დიახ ეს ნამდვილად ასეა, ანდრეას საშინლად არ გაუმართლა.
ვერ დავმალავთ იმ ფაქტს რომ ბოლო დროს გუნდმა მიჯნით რამდენიმე თამაში დათმო და მეტიც საშინელი სერია დაამყარა..
-კიდევ გავიმეორებ, რომ დღეს "ინტერს" გამოცდილი მწვრთნელი ესაჭიროება.
რას ელით ახალი ინტერისგან?
- ახლა დაიწყება ტრანსფერები და ვნახოთ რა მოხდება, მანამდე ჩვენ აუცილებლად გვექნება მწვრთნელთან გასაუბრება ამ თემაზე.